როგორ დასჯის ხელისუფლება შალვა აბულაძეს

როგორ დასჯის ხელისუფლება შალვა აბულაძეს

განახლება: ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს შალვა აბულაძეს, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა დაუდასტურდა და შესაბამისად იგი პატიმრობაში რჩება.

მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა ქალაქის პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის დადასტურებასთან დაკავშირებით, რომელსაც არც დაცვის მხარე შეწინააღმდეგებია.

ბრალდებულის ადვოკატმა, ისევე როგორც თავად აბულაძემ პროცესზე განაცხადეს, რომ პატიმრობას ეთანხმებიან, რადგან თავისუფლების შემთხვევაში აბულაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე არსებობს.

---------------

ხელისუფლება პოლიციის მკვლელობაში ბრალდებულის, შალვა აბულაძის უმკაცრესად დასჯის პირობას დებს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას ხელისუფლების ღირსების საქმედ მიიჩნევს.

უმრავლესობა სამართალდამცველებისგან დანაშაულის ჩადენის მოტივის გარკვევას ითხოვს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მოტივის დადგენა ხელისუფლებას რესოციალიზაციის სხვადასხვა პროგრამების შემუშავებაში დაეხმარება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შალვა აბულაძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ დაიწყო საქართველოს სსკ-ის რამდენიმე მუხლით, რაც პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას, მოსპობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალდება 16-20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-სა და  Rustavi2.com-ის მასალების მიხედვით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ