სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გარდაცვლილი ნიგერიელი სტუდენტების ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში პატივი მიაგეს
გარდაცვლილი ნიგერიელი სტუდენტების ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში პატივი მიაგეს

გარ­დაც­ვლი­ლი ოთხი ნი­გე­რი­ე­ლი სტუ­დენ­ტის ხსოვ­ნას სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პა­ტი­ვი მი­ა­გეს. გარ­დაც­ვლილ სტუ­დენ­ტებს მე­გობ­რებ­მა, კურ­სე­ლებ­მა, თბი­ლის­ში მყოფ­მა ნი­გე­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­ურ­მა პერ­სო­ნალ­მა პა­ნაშ­ვი­დი გა­და­უ­ხა­და. დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გარ­დაც­ვლილ სტუ­დენ­ტებს წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გო, რის შემ­დე­გაც სამ­გლო­ვი­ა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სტუ­დენ­ტებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, რიმა ბე­რი­აშ­ვილ­მა მი­მარ­თა და მომ­ხდა­რის გამო ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა.

სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დარ­ბაზ­ში გარ­დაც­ვლილ­თა ფო­ტო­ე­ბი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პერ­სო­ნალ­სა და სტუ­დენ­ტებს ყვა­ვი­ლე­ბი მიჰ­ქონ­დათ. ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად, გლო­ვის ნიშ­ნად ყვე­ლა პირს მკლავ­ზე შავი ლენ­ტე­ბი ეკე­თა.

თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ნი­გე­რი­ის 4 მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რი წუ­ხელ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის 3 სტუ­დენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის 1 სტუ­დენ­ტის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მხუ­თა­ვი აი­რის გა­ჟონ­ვა გახ­და. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა კი არას­წო­რად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბელ­მა გა­მო­იწ­ვია. ნი­გე­რი­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გარდაცვლილი ნიგერიელი სტუდენტების ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში პატივი მიაგეს

გარდაცვლილი ნიგერიელი სტუდენტების ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში პატივი მიაგეს

გარდაცვლილი ოთხი ნიგერიელი სტუდენტის ხსოვნას სამედიცინო უნივერსიტეტში პატივი მიაგეს. გარდაცვლილ სტუდენტებს მეგობრებმა, კურსელებმა, თბილისში მყოფმა ნიგერიის მოქალაქეებმა და სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა პანაშვიდი გადაუხადა. დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ გარდაცვლილ სტუდენტებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო, რის შემდეგაც სამგლოვიარო ღონისძიებაზე სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, რიმა ბერიაშვილმა მიმართა და მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში გარდაცვლილთა ფოტოები იყო გამოფენილი, სადაც სამედიცინო უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებს ყვავილები მიჰქონდათ. ასევე სტუდენტების პატივსაცემად, გლოვის ნიშნად ყველა პირს მკლავზე შავი ლენტები ეკეთა.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნიგერიის 4 მოქალაქის ცხედარი წუხელ აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 3 სტუდენტისა და საქართველოს უნივერსიტეტის 1 სტუდენტის სიკვდილის მიზეზი მხუთავი აირის გაჟონვა გახდა. უბედური შემთხვევა კი არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. ნიგერიელი სტუდენტები, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები იყვნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია