სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჯაბა კილაძე: ''საქართველოში ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ აღმერთებენ...''
ჯაბა კილაძე: ''საქართველოში ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ აღმერთებენ...''

დილა ფინ­ჯან ყა­ვას­თან ერ­თად

ღამე ადრე ვერ ვი­ძი­ნებ, ამი­ტომ დი­ლას გაღ­ვი­ძე­ბა მი­ჭირს. სა­წო­ლი­დან ად­გო­მის შემ­დეგ შევ­დი­ვარ აბა­ზა­ნა­ში, სწრა­ფად ვწეს­რიგ­დე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად ვსვამ ყა­ვას, რად­გან მის გა­რე­შე ვერ გა­მოვ­ფხიზ­ლდე­ბი და მსუ­ბუ­ქად სა­უზ­მო­ბა­საც ვა­ხერ­ხებ. ყვე­ლა­ზე ხში­რად გე­ახ­ლე­ბით ხა­ჭოს, არა­ჟანს ან სო­სისს. სამ­სა­ხურ­ში არას­დროს ვაგ­ვი­ა­ნებ. "დრო ძვი­რად ფა­სობს", შე­სა­ბა­მი­სად, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბას ვამ­ჯო­ბი­ნებ.

ბავ­შვო­ბა

რაც ყვე­ლა, მეც ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ იმ დრო­ის სა­ქარ­თვე­ლო გა­ჭირ­ვე­ბას­თან, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­სა და კრი­ზის­თან ასო­ცირ­დე­ბა, მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა ბავ­შვო­ბის წლე­ბი. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, სუ­ლი­ე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ცო­ცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­კარ­გუ­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი ზოგ­ჯერ ერთ ჭერ­ქვეშ, სხვა­დას­ხვა ოთახ­ში არი­ან და მა­ინც ემე­სი­ჯე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ტექ­ნი­კა ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა, ჩვენც ფეხ­და­ფეხ მივ­დევთ მას. ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი, სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­დამ­დე მი­ვალთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რთუ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა. 30 წლის კა­ცე­ბიც კი ბა­ბუ­ე­ბი­სა და მა­მე­ბის ფუ­ლით "გუ­ლა­ო­ბენ", მერე, სა­უ­ბე­დუ­როდ, მარ­ჩე­ნა­ლე­ბი ეხო­ცე­ბათ, მარ­ტო რჩე­ბი­ან, ნარ­კო­მა­ნე­ბი და ლო­თე­ბი ხდე­ბი­ან ან კა­ზი­ნო­ში ათე­ნე­ბენ ღა­მე­ებს. ამე­რი­კა­ში 18 წლის მერე მშო­ბე­ლი თა­ვის გზა­ზე უშ­ვებს შვილს. ეს, ერთი მხრივ, კარ­გია, რად­გან ადა­მი­ა­ნი იწყებს შრო­მას, "შრო­მა კი აკე­თილ­შო­ბი­ლებს კაცს". ყვე­ლაფ­რის ფასს იგებს. არ ვიცი, ამე­რი­კუ­ლი აღ­ზრდის ტაქ­ტი­კა სჯობს თუ ქარ­თუ­ლი. პი­რა­დად მე მშო-ბლე­ბი მიხ­სნიდ­ნენ სი­ტუ­ა­ცი­ას და მერე არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­დნენ.

თემა, რო­მელ­საც სა­ჯა­როდ არას­დროს გა­ნი­ხი­ლავს

სიყ­ვა­რუ­ლი იმ­დე­ნად პი­რა­დუ­ლი და ინ­ტი­მუ­რი თე­მაა, სა­ჯა­როდ არ უნდა გა­ნი­ხი­ლო. ეს გრძნო­ბა ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რია. ერთი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლის "სტან­დარ­ტე­ბი" შე­იძ­ლე­ბა, მე­ო­რი­სას არ მო­ერ­გოს. მა­გა­ლი­თად, ვი­ღაც მი­იჩ­ნევს, რომ ქალ­თან ერ­თად კი­ნო­ში წას­ვლა სიყ­ვა­რუ­ლია...

პრო­ფე­სია და საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, რო­გორც ცხოვ­რე­ბის წესი

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად მის­დე­ვენ მო­დას. ჩემი აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­სას აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო სა­მე­დი­ცი­ნო და იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბი. იქ ვერ ვხე­დავ­დი სა­კუ­თარ თავს, ექი­მის ტი­პა­ჟი არ ვარ, კა­ნო­ნე­ბის და­ზუ­თხვა კი სა­ჩე­მო საქ­მე არ არის. მშობ­ლე­ბი მირ­ჩევ­დნენ, მსა­ხი­ო­ბი არ გახ­დეო, მაგ­რამ რად­გან თე­ატ­რის სიყ­ვა­რუ­ლი გენ­ში მაქვს, ვი­ფიქ­რე, ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად მა­ინც ამ სფე­რო­ში ვიგ­რძნობ­დი თავს. იმ პე­რი­ოდ­ში დე­და­ჩე­მი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლი­და, ამი­ტომ დიდი შან­სი იყო, ჩემ­თვის შე­ღა­ვა­თი გა­ე­წი­ათ. მსურ­და, ჩემი რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მცოდ­ნო­და. ტყუ­ი­ლად არ და­მე­კარ­გა დრო და არ და­მენგრია ცხოვ­რე­ბა. დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე გა­ვი­ა­რე გა­მოც­და. გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, თუ მცი­რე ნიჭი მა­ინც აღ­მო­მაჩ­ნდე­ბო­და, მისი გაღ­ვი­ვე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლებ­დი. მე­ო­რე კურ­სზე "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა­ში" გე­გას როლი მომ­ცეს და ნელ-ნელა თავი და­ვიმ­კვიდ­რე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჯაბა კილაძე: ''საქართველოში ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ აღმერთებენ...''

ჯაბა კილაძე: ''საქართველოში ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ აღმერთებენ...''

დილა ფინჯან ყავასთან ერთად

ღამე ადრე ვერ ვიძინებ, ამიტომ დილას გაღვიძება მიჭირს. საწოლიდან ადგომის შემდეგ შევდივარ აბაზანაში, სწრაფად ვწესრიგდები, აუცილებლად ვსვამ ყავას, რადგან მის გარეშე ვერ გამოვფხიზლდები და მსუბუქად საუზმობასაც ვახერხებ. ყველაზე ხშირად გეახლებით ხაჭოს, არაჟანს ან სოსისს. სამსახურში არასდროს ვაგვიანებ. ''დრო ძვირად ფასობს'', შესაბამისად, პუნქტუალურობას ვამჯობინებ.

ბავშვობა

რაც ყველა, მეც ცელქი ბავშვი ვიყავი. იმის მიუხედავად, რომ იმ დროის საქართველო გაჭირვებასთან, განუკითხაობასა და კრიზისთან ასოცირდება, მაინც სასიამოვნოდ მახსენდება ბავშვობის წლები. დღეს, სამწუხაროდ, სულიერი ღირებულებები და ცოცხალი ურთიერთობები დაკარგულია. ადამიანები ზოგჯერ ერთ ჭერქვეშ, სხვადასხვა ოთახში არიან და მაინც ემესიჯებიან ერთმანეთს. ტექნიკა ყოველდღიურად ვითარდება, ჩვენც ფეხდაფეხ მივდევთ მას. ყველაფერს აქვს საზღვარი, საინტერესოა, სადამდე მივალთ. საქართველოში, ოჯახის ტრადიციიდან გამომდინარე, რთულია დამოუკიდებლობის მოპოვება. 30 წლის კაცებიც კი ბაბუებისა და მამების ფულით ''გულაობენ'', მერე, საუბედუროდ, მარჩენალები ეხოცებათ, მარტო რჩებიან, ნარკომანები და ლოთები ხდებიან ან კაზინოში ათენებენ ღამეებს. ამერიკაში 18 წლის მერე მშობელი თავის გზაზე უშვებს შვილს. ეს, ერთი მხრივ, კარგია, რადგან ადამიანი იწყებს შრომას, ''შრომა კი აკეთილშობილებს კაცს''. ყველაფრის ფასს იგებს. არ ვიცი, ამერიკული აღზრდის ტაქტიკა სჯობს თუ ქართული. პირადად მე მშო-ბლები მიხსნიდნენ სიტუაციას და მერე არჩევანის გაკეთების საშუალებას მაძლევდნენ.

თემა, რომელსაც საჯაროდ არასდროს განიხილავს

სიყვარული იმდენად პირადული და ინტიმური თემაა, საჯაროდ არ უნდა განიხილო. ეს გრძნობა ძალიან სუბიექტურია. ერთი ადამიანის სიყვარულის ''სტანდარტები'' შეიძლება, მეორისას არ მოერგოს. მაგალითად, ვიღაც მიიჩნევს, რომ ქალთან ერთად კინოში წასვლა სიყვარულია...

პროფესია და საყვარელი საქმე, როგორც ცხოვრების წესი

პროფესიის არჩევისას ადამიანები ხშირად მისდევენ მოდას. ჩემი აბიტურიენტობისას აქტუალური იყო სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტები. იქ ვერ ვხედავდი საკუთარ თავს, ექიმის ტიპაჟი არ ვარ, კანონების დაზუთხვა კი საჩემო საქმე არ არის. მშობლები მირჩევდნენ, მსახიობი არ გახდეო, მაგრამ რადგან თეატრის სიყვარული გენში მაქვს, ვიფიქრე, ყველაზე კომფორტულად მაინც ამ სფეროში ვიგრძნობდი თავს. იმ პერიოდში დედაჩემი თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, ამიტომ დიდი შანსი იყო, ჩემთვის შეღავათი გაეწიათ. მსურდა, ჩემი რეალური შესაძლებლობები მცოდნოდა. ტყუილად არ დამეკარგა დრო და არ დამენგრია ცხოვრება. დახმარების გარეშე გავიარე გამოცდა. გადაწყვეტილი მქონდა, თუ მცირე ნიჭი მაინც აღმომაჩნდებოდა, მისი გაღვივებისა და წარმატების მოპოვებისთვის ვიბრძოლებდი. მეორე კურსზე ''ჯინსების თაობაში'' გეგას როლი მომცეს და ნელ-ნელა თავი დავიმკვიდრე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება