რეზო თაბუკაშვილმა მზია შარაშიძეს წელზემოთ გახდა შესთავაზა

რეზო თაბუკაშვილმა მზია შარაშიძეს წელზემოთ გახდა შესთავაზა

ზოოპარკის პიარ-მენეჯერსა და ტელე-წამყვან მზია შარაშიძეს, იმავე ლუკას, ''ფეისბუქზე''ფოტოების მეტად საინტერესო ალბომი აქვს სახელწოდებით - ''ისტორიას დარჩება''. აქ შეხვდებით პატარა ლუკას, რომელიც ფოტოე-ბზე აღბეჭდილია მერაბ კოსტავასთან, ზვიად გამსახურდიასთან, ჯუმბერ პატიაშვილთან, მედეა ჯაფარიძესა და სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად.

- ლუკა, ფოტოებიდან ჩანს, რომ ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად იყავი ჩართული...

- ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. 1988-1989 წლებში 8-9 წლის ვიყავი. ბიძაჩემი შალვა შარაშიძე ფოტოკორე-სპონდენტი იყო, მიმდინარე მოვლენებს რეგულარულად აშუქებდა, აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში და მისთვის ეს აქტუალური თემა გახლდათ. ფოტოკამერით სულ დადიოდა მიტინგებზე და მეც მუდმივად თან დავყავდი. მამა- ჩემი ეუბნებოდა, რას დაგყავს ეს ბავშვი, რა უნდა იმდენ ხალხშიო, მაგრამ პასუხობდა, ესაა ისტორია, რომელიც ბავშვმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს და მერე მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებაო. მოგეხსენებათ, მიტინგებს ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ერი ერთ მუშტად იყო შეკრული, ბიძაჩემს, როგორც ფოტოკორესპონდენტს, მუდმივად უწევდა მოძრაობა კარგი კადრების გადასაღებად, ბავშვთან ერთად ეს ძნელი იყო. ამიტომ კარგი გამოსავალი იპოვა, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მტოვებდა, ნებისმიერი წერტილიდან რომ შეძლებოდა ჩემი დანახვა. ასეთი ადგილი, რა თქმა უნდა, იყო მიკროფონი, სადაც ლიდერები სიტყვით გამოდიოდნენ, ამიტომ ყოველთვის ვიდექი წინა პლანზე და გამომსვლელების გვერდით დროშა-სავით ვფრიალებდი. ასე აღმოვჩნდი ამ ფოტოებზე პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, ფოტოები დაცულია არქივში და სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება.

- ერთ-ერთ ფოტოზე თამთა კოსტავასთან ერთად ხარ, იცნობ მას? ან მაშინ თუ გქონდა რაიმე სახის ურთიერთობა?

- ბიძაჩემს ჰქონდა ამ ხალხთან შეხება და ურთიერთობა, მე ძალიან პატარა ვიყავი და ბევრი რამ არ მახსოვს, ხშირად დავდიო-დი მიტინგებზე და ყველა მიცნობდა. ფოტო თამთასთან ერთად მთავრობის სასახლის წინ 8 აპრილსაა გადაღებული, ძალიან ცხელოდა და ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, დროულად წავსულიყავი სახლში. ამ ადამიანებს დღეს პირადად არ ვიცნობ, მახსოვს, ყველა მეფერებოდა, თავზე ხელს მისვამდა, თუმცა ბევრი დეტალი, სამწუხაროდ, ჩემს მეხსიერებას არ შემორჩა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს