ქაშუეთის ტაძარში ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშუეთის ტაძარში ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელი ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. როგორც "ინტეპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ბექა მარგიშვილის ცხედარი ტაძარში რამდენიმე წუთის წინ, საპატიო ყარაულმა მიასვენა.

დაღუპული პოლიციელის პატივსაცემად ეკლესიასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან პოლიცია და სამხედრო მოსამსახურეები. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ქაშუეთში ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს. აქ უკვე იმყოფებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია, "თავისუფალი დემოკრატების" წევრები - ალექსი პეტრიაშვილი და ვიქტორ დოლიძე.

შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია