მორიგი "ტელედაკავება" უკრაინაში, რომელსაც დავით საყვარელიძე ესწრებოდა

მორიგი "ტელედაკავება" უკრაინაში, რომელსაც დავით საყვარელიძე ესწრებოდა

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ქალაქის პროკურორი ანდრეი სუხინინი ტელეკამერების თანდასწრებით დააკავეს. ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ" იუწყება და დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. პროკურორის დაკავება დონეცკის ოლქის ახალი პროკურორის წარდგენის მომენტში მოხდა.

ამჟამად უკვე ყოფილ პროკურორთან ერთად, სამართალში მიეცემა მისი ორი მოადგილე და კრამატორსკის მილიციის რამდენიმე თანამშრომელი. ყველა მათგანს ბრალად ედება სისტემური მექრთამეობა.

ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაკავება უკრაინის უშიშროების სამსახურისა და სამხედრო პროკურატურის მიერ დაგეგმილი ერთობლივი ოპერაციის შედეგად განხორციელდა. დაკავების პროცესს უშუალოდ ესწრებოდა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა