შს მინისტრის კომენტარი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძესთან დაკავშირებით

შს მინისტრის კომენტარი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძესთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროზე ძალიან არავის უნდა შალვა აბულაძის დაკავება, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

მისი თქმით, შსს შალვა აბულაძის უმოკლეს ვადაში დასაკავებლად ყველაფერს აკეთებს.

"არ მინდა, წინასწარ გავაკეთო განცხადება დეტალებზე. ყველა დარწმუნებულია, რომ შსს-ზე ძალიან არავის უნდა მისი დაკავება. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა იგი უმოკლეს დროში დავაკავოთ", - განაცხადა გომელაურმა.

არსებული ინფორმაციით, შალვა აბულაძეს ბორჯომსა და თბილისში ორი სამართალდამცავი მოკლა. ორივე შემთხვევაში მან მიმალვა მოახერხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "ვ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ