შსს-მ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-მ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ლევან ქ. მკვლელობის ბრალდებით მცხეთის რაიონ სოფელ მამკოდაში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, საღამოს საათებში, სოფელ მამკოდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1962 წელს დაბადებულ ბესარიონ დ-ს გულმკერდისა და კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ბესარიონ დ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ლევან ქ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოღებულია.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ