"მითხარით, თუ დავიღუპე" - რას წერს გარდაცვლილი პოლიციელის დედა

"მითხარით, თუ დავიღუპე" - რას წერს გარდაცვლილი პოლიციელის დედა

რამდენიმე დღის წინ მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის დედამ შვილის გარდაცვალების შესახებ იტალიაში ყოფნისას გაიგო და "ფეისბუქზე" პოსტი დაწერა:

"მითხარით, თუ დავიღუპე, ბექა, სად ხარ", - წერს ირმა ზანდარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 აპრილს, ისანი-სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, შემოწმების მიზნით გაჩერებისაკენ მოუწოდეს მოქალაქეს, რომელიც გადაადგილდებოდა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ვარკეთილის მეტროსადგურის მიმართულებით. შეჩერების მოწოდებისთანავე, ზემოაღნიშნულმა მოქალაქემ გახსნა ცეცხლი მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით მოთავსებული იქნა N1 კლინიკურ საავადმყოფოში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია