დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ულამაზეს წყვილად აღიარებული გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა ერთმანეთს დაშორდა.
დაშორების დეტალებზე არც ერთს არ უსაუბრია, მაგრამ მათი სამეგობროდან პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ სალომე მაინცდამაინც კარგი ხასიათით არ გამოირჩევა, ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ბევრს ვარჯიშობს, რადგან უნდა, რომ მსოფლიოს 50 საუკეთესო მოცეკვავეს შორის მოხვდეს, რის გამოც სულ გადაღლილი იყო.
ეს ყველაფერი კი წყვილის ურთიერთობაზეც აისახა.