ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ხაშურის მაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა, ერთი მათგანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.