სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სააკაშვილმა მითხრა, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო" - შელაპარაკება სტამბოლის აეროპორტში სააკაშვილსა და ბრიტანეთის არმიის კაპიტანს შორის
"სააკაშვილმა მითხრა, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო" - შელაპარაკება სტამბოლის აეროპორტში სააკაშვილსა და ბრიტანეთის არმიის კაპიტანს შორის

ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ის კა­პი­ტა­ნი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის ნამ­დვი­ლი ვეტ­ერა­ნი და ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ რუ­სე­თის ჯა­შუ­შად შე­რა­ცხი­ლი რა­ი­ან გრის­ტი ის ადა­მი­ა­ნია, ვის­მა სი­ტყვებ­მაც გან­სა­ზღვრა და­სავ­ლე­თის შე­ფა­სე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რა მოხ­და 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში. რა­ი­ან გრის­ტმა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ "კვი­რის პა­ლიტ­რას" მის­ცა [სრუ­ლი ინ­ტერ­ვიუ].

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"კვი­რის პა­ლიტ­რა": რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი­ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან რე­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია იმის ფონ­ზე, რომ რუ­სე­თი ამ რე­გი­ო­ნებს მა­რი­ო­ნე­ტე­ბად იყე­ნებს?

რა­ი­ან გრის­ტი: არ ვდა­ობ, რომ რუ­სეთს სწო­რედ ეს მიდ­გო­მა აქვს, მაგ­რამ მინ­და ერთი რამ გა­ვიხ­სე­ნო: 2008 წლამ­დე, ეუ­თოს მან­და­ტით ოსებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, უმ­რავ­ლე­სო­ბას ჰქონ­და გან­ცდა, რომ სა­ბო­ლო­ოდ რუ­სე­თი მათ გა­ყიდ­და, უკან­ვე მიჰ­ყი­დი­და სა­ქარ­თვე­ლოს, მა­გა­ლი­თად, ამ უკა­ნას­კნე­ლის მიერ ნა­ტო­ში­ გა­წევ­რე­ბის დათ­მო­ბის სა­ნაცვ­ლოდ. რა­ტომ­ გა­ვიხ­სე­ნე ეს?

ვფიქ­რობ, რომ ომამ­დე ე.წ.­ სამ­ხ­რეთ ოსე­თის "მო­გე­ბა" უსის­ხლოდ, ერთი ტყვი­ის გას­რო­ლის გა­რე­შეც კი შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვილს სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტი ჰქონ­და: ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბით, სა­ნა­კო­ე­ვით. სა­ნა­კო­ევს ბევ­რჯერ შევ­ხვედ­რი­ვარ და პი­რა­დად მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, მაგ­რამ ერთი რამ ცხა­დია: მას არა­ვი­თა­რი წონა არ ჰქონ­და ოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, აღიქ­მე­ბო­და, რო­გორც გარე ძა­ლე­ბის მიერ თავს მოხ­ვე­უ­ლი კან­დი­და­ტუ­რა. თვი­თონ პრო­ექ­ტი, იდე­აც, ვფიქ­რობ, არას­წო­რი და და­სა­წყის­ში­ვე წამ­გე­ბი­ა­ნი იყო.

"კვი­რის პა­ლიტ­რა": რა იქ­ნე­ბო­და უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა?

რა­ი­ან გრის­ტი: უკე­თე­სი ჩარ­თუ­ლო­ბა: ვაჭ­რო­ბა, გზე­ბის გახ­სნა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტე­ბი მრა­ვალ­ფე­ნო­ვა­ნია - და­წყე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი დე ფაქ­ტო­ე­ბით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი კრემ­ლი­თა და ნა­ტო­თი. ასე­თი კონ­ფლიქ­ტის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად ყვე­ლა ფე­ნას­თან ერ­თდრო­უ­ლად უნდა იმუ­შაო, რაც ად­ვი­ლი არ არის. მაგ­რამ კარ­გი მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც უნდა ცვლი­ლე­ბე­ბი, ამას უნდა აკე­თებ­დეს.

"კვი­რის პა­ლიტ­რა": თქვე­ნი აზ­რით, აკე­თებს ამას სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა?

რა­ი­ან გრის­ტი: მგო­ნია, ჯერ აქამ­დე შორი გზა გაქვთ. თუმ­ცა, შე­უძ­ლი­ათ, გა­ა­კე­თონ, თუ სა­თა­ნა­დო ენერ­გი­ა­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ რე­სურ­სებს და­ხარ­ჯა­ვენ. ამას­თან, რე­ა­ლო­ბას თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­როთ - სა­ქარ­თვე­ლოს რთუ­ლი გეოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა­ აქვს და ამას ვერ­სად გა­ექ­ცე­ვა. მშვე­ნი­ე­რი ქვე­ყა­ნა გაქვთ, მაგ­რამ გარ­შე­მო მძი­მე­წო­ნო­სა­ნი მე­ზობ­ლე­ბი გახ­ვე­ვი­ან. ამის ფონ­ზე არ­სე­ბო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა ურ­თუ­ლე­სია. აი, ამი­ტომ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გყავ­დეთ ჭკვი­ა­ნი და მა­მა­ცი ხალ­ხი. აქ კარ­გა ხა­ნია, ამ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჭკუ­ი­სა­ და სი­მა­მა­ცის ნაკ­ლე­ბო­ბა იგ­რძნო­ბა... მა­გა­ლი­თად, 2008 წელს არა­ვის ეგო­ნა,­ თუ საქ­მე ასე შორს წა­ვი­დო­და და ასეთ შე­დე­გებს­ მი­ვი­ღებ­დით...

"კვი­რის პა­ლიტ­რა": მა­ინც რა­ტომ არ ეგო­ნათ? ბო­ლოს და ბო­ლოს, რუ­სეთ­ზე ვსა­უბ­რობთ...

რა­ი­ან გრის­ტი: ვფიქ­რობ, არა­ვინ ელო­და იმ უგუ­ნუ­რე­ბა­სა და ნამ­დვილ სი­გი­ჟეს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­ში სუ­ფევ­და. ეს პი­რა­დად ვუ­თხა­რი იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ყვე­ლა­ზე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა.

"კვი­რის პა­ლიტ­რა": სა­ა­კაშ­ვილს გუ­ლის­ხმობთ? და რო­გო­რი­ იყო მისი რე­აქ­ცია?

რა­ი­ან გრის­ტი: დიახ. ის საკ­მა­ოდ გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი ტი­პია და მისი რე­აქ­ცი­აც სწო­რედ ასე­თი იყო. გეტ­ყვით, რა და რო­გორ მოხ­და: წელს, ზამ­თარ­ში, სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში ვი­ჯე­ქი და ჩემს ფრე­ნას ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დე­საც საა­კ­ა­შვი­ლი ზუს­ტად ჩემ გვერ­დით მა­გი­დას მი­უჯ­და. ავი­ხე­დე და, აჰ, ამას ხომ ვიც­ნობ-მეთ­ქი! კომ­პი­უ­ტე­რი­ დავ­ხუ­რე, გვერ­დით მი­ვუ­ჯე­ქი­ და ვუ­თხა­რი: "სა­ლა­მი­, პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ხართ, არა?" ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რომ იც­ნეს. გულ­წრფე­ლად ვუ­თხა­რი, რომ მან და მის­მა პარ­ტი­ამ ბევ­რი კარ­გი გა­ა­კე­თეს საქა­რთვე­ლოს­თვის, მაგ­რამ 2008 წლის ომი სრუ­ლი სი­გი­ჟე იყო. სა­ნამ­ რა­მეს მი­პა­სუ­ხებ­და, ვუ­თხა­რი, ვინც ვი­ყა­ვი. სა­ხე­ლი წა­მი­ე­რად ეცნო და მერე ჩვე­ნი­ სა­უ­ბა­რი უკვე სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თა. ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­და და ჩვე­უ­ლი ეპი­თე­ტით შე­მამ­კო, რუ­სე­თის ჯა­შუ­ში ხარ, ჩემი ქვე­ყა­ნა შენ და­ან­გრი­ეო! არა­და, არა მგო­ნია, ეს მე მექ­ნა. მერე უკვე ხმას აუ­წია და ხალ­ხმა­ ყუ­რა­დღე­ბა მოგ­ვაქ­ცია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ადგა და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გა­ვი­და, მე და თე­მურ­მა კი, რო­გორც ძველ­მა კო­ლე­გებ­მა, კი­დევ ცოტა ხანი ვი­სა­უბ­რეთ. მერე სულ იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ კი­დევ ერთი რა­მის თქმა ვერ მო­ვას­წა­რი: იმი­ტომ მი­ვე­დი და მი­ვე­სალ­მე, რომ ვი­მე­დოვ­ნებ­დი, მისი ჩე­მე­უ­ლი აღ­ქმა არას­წო­რი იყო და არ­სე­ბობ­და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი, რაც ახ­სნი­და მის საქ­ცი­ელს 2008 წლის ომის დროს, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. პი­რი­ქით, უა­რე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. არა­და, ძა­ლი­ან მინ­დო­და, მტყუ­ა­ნი აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. ჩემი თა­ვის­თვის მეთ­ქვა, ნახე, ცდე­ბო­დი, ნორ­მა­ლუ­რი ტი­პია, გო­ნი­ე­რი-მეთ­ქი, მაგ­რამ მოვ­ტყუვ­დი­. ამი­ტომ­ მგო­ნია, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებს უფ­ლე­ბა არ უნდა ჰქონ­დეთ,­ მი­ი­ღონ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­გო­რიც მან 2008 წლის ომის დროს მი­ი­ღო. მე ერთ-ერთი ვარ იმ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი­დან,­ ვინც უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი 2008 წლის ომში და ჯერ კი­დევ

თვალ­წინ მიდ­გას ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის ცხედ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხინ­ვალ­ში ეყა­რა. დღემ­დე ვბრა­ზობ, ვერ გა­მი­გია, რა­ტომ­ უნდა და­ღუ­პუ­ლიყ­ვნენ ეს ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ღა­ცე­ბის ბრიყ­ვუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­ გამო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემ­სა­ვით ბრა­ზო­ბენ თა­მა­რა­შე­ნის, ქურ­თას მკვიდ­რნი და კი­დევ ბევ­რი სხვა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სააკაშვილმა მითხრა, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო" - შელაპარაკება სტამბოლის აეროპორტში სააკაშვილსა და ბრიტანეთის არმიის კაპიტანს შორის

"სააკაშვილმა მითხრა, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო" - შელაპარაკება სტამბოლის აეროპორტში სააკაშვილსა და ბრიტანეთის არმიის კაპიტანს შორის

ბრიტანეთის არმიის კაპიტანი, დიპლომატიური მისიების ნამდვილი ვეტ­ერანი და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსეთის ჯაშუშად შერაცხილი რაიან გრისტი ის ადამიანია, ვისმა სიტყვებმაც განსაზღვრა დასავლეთის შეფასება იმის შესახებ, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში.  რაიან გრისტმა ექსკლუზიური ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა [სრული ინტერვიუ].

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

"კვირის პალიტრა": რამდენად შესაძლებელია ოკუპირებული­ ტერიტორიების დანარჩენ საქართველოსთან რეალური ინტეგრაცია იმის ფონზე, რომ რუსეთი ამ რეგიონებს მარიონეტებად იყენებს?

რაიან გრისტი: არ ვდაობ, რომ რუსეთს სწორედ ეს მიდგომა აქვს, მაგრამ მინდა ერთი რამ გავიხსენო: 2008 წლამდე, ეუთოს მანდატით ოსებთან მუშაობისას, უმრავლესობას ჰქონდა განცდა, რომ საბოლოოდ რუსეთი მათ გაყიდდა, უკანვე მიჰყიდიდა საქართველოს, მაგალითად, ამ უკანასკნელის მიერ ნატოში­ გაწევრების დათმობის სანაცვ­ლოდ. რატომ­ გავიხსენე ეს?

ვფიქრობ, რომ ომამდე ე.წ.­ სამ­ხ­რეთ ოსეთის "მოგება" უსისხლოდ, ერთი ტყვიის გასროლის გარეშეც კი შეიძლებოდა, მაგრამ სააკაშვილს საკუთარი პროექტი ჰქონდა: ალტერნატიული მთავრობით, სანაკოევით. სანაკოევს ბევრჯერ შევხვედრივარ და პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მას არავითარი წონა არ ჰქონდა ოს მოსახლეობაში, აღიქმებოდა, როგორც გარე ძალების მიერ თავს მოხვეული კანდიდატურა. თვითონ პროექტი, იდეაც, ვფიქრობ, არასწორი და დასაწყისშივე წამგებიანი იყო.

"კვირის პალიტრა": რა იქნებოდა უკეთესი ალტერნატივა?

რაიან გრისტი: უკეთესი ჩართულობა: ვაჭრობა, გზების გახსნა, კომუნიკაციები, სახალხო დიპლომატია. თუმცა, საქართველოს კონფლიქტები მრავალფენოვანია - დაწყებული ადგილობრივი დე ფაქტოებით და დამთავრებული კრემლითა და ნატოთი. ასეთი კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ყველა ფენასთან ერთდროულად უნდა იმუშაო, რაც ადვილი არ არის. მაგრამ კარგი მთავრობა, რომელსაც უნდა ცვლილებები, ამას უნდა აკეთებდეს.

"კვირის პალიტრა": თქვენი აზრით, აკეთებს ამას საქართველოს დღევანდელი მთავრობა?

რაიან გრისტი: მგონია, ჯერ აქამდე შორი გზა გაქვთ. თუმცა, შეუძლიათ, გააკეთონ, თუ სათანადო ენერგიასა და ინტელექტუალურ რესურსებს დახარჯავენ. ამასთან, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - საქართველოს რთული გეოგ­რაფიული მდებარეობა­ აქვს და ამას ვერსად გაექცევა. მშვენიერი ქვეყანა გაქვთ, მაგრამ გარშემო მძიმეწონოსანი მეზობლები გახვევიან. ამის ფონზე არსებობა და განვითარება ურთულესია. აი, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გყავდეთ ჭკვიანი და მამაცი ხალხი. აქ კარგა ხანია, ამგვარი პოლიტიკური ჭკუისა­ და სიმამაცის ნაკლებობა იგრძნობა... მაგალითად, 2008 წელს არავის ეგონა,­ თუ საქმე ასე შორს წავიდოდა და ასეთ შედეგებს­ მივიღებდით...

"კვირის პალიტრა": მაინც რატომ არ ეგონათ? ბოლოს და ბოლოს, რუსეთზე ვსაუბრობთ...

რაიან გრისტი: ვფიქრობ, არავინ ელოდა იმ უგუნურებასა და ნამდვილ სიგიჟეს, რაც საქართველოს მთავრობის უმაღლეს ეშელონებში სუფევდა. ეს პირადად ვუთხარი იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

"კვირის პალიტრა": სააკაშვილს გულისხმობთ? და როგორი­ იყო მისი რეაქცია?

რაიან გრისტი: დიახ. ის საკმაოდ გაუწონასწორებელი ტიპია და მისი რეაქციაც სწორედ ასეთი იყო. გეტ­ყვით, რა და როგორ მოხდა: წელს, ზამთარში, სტამბოლის აეროპორტში ვიჯექი და ჩემს ფრენას ველოდებოდი, როდესაც საა­კ­ა­შვილი ზუსტად ჩემ გვერდით მაგიდას მიუჯდა. ავიხედე და, აჰ, ამას ხომ ვიცნობ-მეთქი! კომპიუტე­რი­ დავხურე, გვერდით მივუჯექი­ და ვუთხარი: "სალამი­, პრეზიდენტი სააკაშვილი ხართ, არა?" ძალიან გაუხარდა, რომ იცნეს. გულწრფე­ლად ვუთხარი, რომ მან და მისმა პარტიამ ბევრი კარგი გააკეთეს საქა­რთველოსთვის, მაგრამ 2008 წლის ომი სრული სიგიჟე იყო. სანამ­ რამეს მიპასუხებდა, ვუთხარი, ვინც ვიყავი. სახელი წამიერად ეცნო და მერე ჩვენი­ საუბარი უკვე სხვაგვარად წარიმართა. ძალიან გაღიზიანდა და ჩვეული ეპითეტით შემამკო, რუსეთის ჯაშუში ხარ, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო! არადა, არა მგონია, ეს მე მექნა. მერე უკვე ხმას აუწია და ხალხმა­ ყურადღება მოგვაქცია. საბედნიეროდ, თემურ იაკობაშვილი გამოჩნდა, სააკაშვილი ადგა და დემონსტრაციულად გავიდა, მე და თემურმა კი, როგორც ძველმა კოლეგებმა, კიდევ ცოტა ხანი ვისაუბრეთ. მერე სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ კიდევ ერთი რამის თქმა ვერ მოვასწარი: იმიტომ მივედი და მივესალმე, რომ ვიმედოვნებდი, მისი ჩემეული აღქმა არასწორი იყო და არსებობდა რაციონალური მიზეზები, რაც ახსნიდა მის საქციელს 2008 წლის ომის დროს, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, უარესი შთაბეჭდილება დატოვა. არადა, ძალიან მინდოდა, მტყუანი აღმოვჩენილიყავი. ჩემი თავისთვის მეთქვა, ნახე, ცდებოდი, ნორმალური ტიპია, გონიერი-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი­. ამიტომ­ მგონია, რომ ასეთ ადამიანებს უფლება არ უნდა ჰქონდეთ,­ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მან 2008 წლის ომის დროს მიიღო. მე ერთ-ერთი ვარ იმ მცირერიცხოვანი უცხოელი დიპლომატებიდან,­ ვინც უშუალოდ იყო ჩართული 2008 წლის ომში და ჯერ კიდევ

თვალწინ მიდგას ახალგაზრდა ქართველი მეომრების ცხედრები, რომლებიც ცხინვალში ეყარა. დღემდე ვბრაზობ, ვერ გამიგია, რატომ­ უნდა დაღუპულიყვნენ ეს ახალგაზრდები ვიღაცების ბრიყვული გადაწყვეტილების­ გამო. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბრაზობენ თამარაშენის, ქურთას მკვიდრნი და კიდევ ბევრი სხვა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."