"გია უდესიანმა თავში მესროლა"

"გია უდესიანმა თავში მესროლა"

ბიზნესმენმა ჯონი გი­განმა­ ორ წელ­ი­წადზე მეტია პროკურატურაში გია უდე­სიანის­ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, საგ­ამოძიებო ორგანო საქმის გამოძიებით ამ დრომდე არ დაინტერესებულა. არადა,­ მისი თქმით, უდესიანმა ხუთი მოწმის თანდასწრებით ესროლა და სიკვდ­ილს შემთხვევით გადაურჩა.

- ყველამ კარგად იცის, რომ "ნაციონა­ლები" ბიზნესმენებს ქონებას ბანდიტური­ მეთოდებით ართმევდნენ. ამ თაღ­ლითურ ჯაჭვში ერთ-ერთი გია უდესიანი იყო, რომლის "მსხვერპლი" ბესო ხარძიანი აღმო­ჩნდა... უდესიანი ჩემს წინააღმდეგაც იმავეს­ გეგმავდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემთვის "მორკინალის" წართმევა უნდოდათ. მითხრეს, ბიზნესწილში გია უდესიანი უნდა შემოიყვანოო, რაზეც სასტიკი უარი განვაცხადე, მისი სახელი არ გამაგონოთ-მეთქი. როგორც ჩანს, ჩემი კატეგორიული უარი უდესიანმა იუკადრისა...

ერთ დღესაც,­ როცა პარტნიორებთან ერთად ოფისში შევიკრიბეთ, შეხვედრაზე შეიარაღებული უდესიანიც დამხვდა. ორი იარაღი ჰქონდა. საუბრის დროსაც ეჩრებოდა, ვიღაცას ტუქსავდა,­ ამიტომ რამდენჯერმე ვუთხარი, ან დაბრძა­ნდით, ან გადით და საუბარი გვაცალეთ-მეთქი.

ცოტა ხანში იგივე გაიმეორა, მეც ფეხზე წამოვდექი და ისევ გავუმეორე, ან გადით, ან დაბრძანდით-მეთქი. სწორედ ამ დროს, უდესიანმა, რომელიც ჩემგან სამი მეტრის დაშორებით იდგა, იარაღი ამოიღო და თავში მესროლა. ტყვიამ საფეთქელთან გამიარა და თმა ამიტრუსა. შემთხვევით გადავრჩი, თორემ გია უდესიანი მოკვლას მიპირებდა.

- თუ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეთ, გამოძიების დასრულება ამ დრომდე­ რატომ ვერ მოხერხდა?

- როგორც ბესო ხარძიანმა მითხრა, უდესიანმა­ ახალ ჩინოვნიკებთან ურთიერთ­ობა დაალაგა. ვიცი, რომ ლაშა ნაცვლიშვილთან გარიგდა და არა მხოლოდ ჩემი, სხვა დაზარალებული პირების საქმეების გამოძიებაც ამიტომ შეჩერდა.

როცა უდესიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შევიტანე, საქმე ქვეგანყოფილებას გადასცეს­ და ახალგაზრდა გამომძიებელმა დამკითხა. მას შემდეგ ორწელიწად-ნახევარი გავიდა, მაგრამ საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული.­ არადა, მის გახსნას ზუსტად სამი საათი სჭირდება - სამი ადამიანი­, რომელიც ამ ინციდენტს ესწრებოდა, უნდა დაეკითხათ და ყველაფერი ნათელი გახდებ­ოდა, მაგრამ

ვიმეორებ, კბილაშვილ-ნაცვლიშვილის პროკურატურა უდესიანთან შეკრული­ იყო და გამოძიებაც მის ინტერესებში არ შედიოდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია