სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კალაძის კომენტარი თავდაცვის მინისტრის სკანდალურ განცხადებაზე, რომლის გამოც სოციალურ ქსლებში მის გადაყენებას მოითხოვენ
კალაძის კომენტარი თავდაცვის მინისტრის სკანდალურ განცხადებაზე, რომლის გამოც სოციალურ ქსლებში მის გადაყენებას მოითხოვენ

ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის დაკ­რძალ­ვა­ზე დას­წრე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და არა მარ­ტო თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, არა­მედ მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბის წევ­რებს , - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ვიცე-პრე­მი­ერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის კრი­ტი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ორი დღის წინ, მუ­ხათ­გვერ­დის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე, აგ­ვის­ტოს ომის დროს და­ღუ­პუ­ლი 42 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს ცხედ­რე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბის დაკ­რძალ­ვას მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და­ეს­წრო, თავ­დაც­ვის უწყე­ბა კი ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის რან­გში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, პი­რა­დად მან ჯა­რის­კა­ცე­ბის ცხედ­რე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბის დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ არ იცო­და.

"მე პი­რა­დად ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი ამ დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ. რომ მცოდ­ნო­და, ალ­ბათ, არა მარ­ტო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, არა­მედ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც იყო, რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ", - გა­ნუ­ცხა­და კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მის და­წყე­ბამ­დე.

ამ სა­კი­თხზე მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა პო­ლიტ­საბ­ჭოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გია ვოლ­სკიმ. მისი აზ­რით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი პატ­რი­ო­ტია და მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი თე­მაა.

"მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე არის პატ­რი­ო­ტი ჯა­რის­კა­ცი. მის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა არის თემა. მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე არ არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნურ სა­კი­თხებს, მე­ო­რე პლან­ზე წევს", - გან­მარ­ტა ვოლ­სკიმ.

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძემ გან­ცხა­და, რომ მუ­ხათ­გვერ­დის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბის დაკ­რძალ­ვას სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თი-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­მი­ტის გამო ვერ და­ეს­წრო.

რო­გორც ჯა­ნე­ლი­ძემ "მა­ესტროს ცხრი­ან­ში" გა­ნა­ცხა­და, სა­მი­ტის გამო არ ჰქონ­და დრო, რომ დაკ­რძალ­ვას დას­წრე­ბო­და.

"2 აპ­რილს იყო სამმხრი­ვი სა­მი­ტი აზერ­ბა­ი­ჯან-თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. ვი­სა­უბ­რეთ, სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი და სა­უბ­რე­ბი გვქონ­და რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. მთე­ლი დღე იყო დატ­ვირ­თუ­ლი. ჩვენ გავ­თა­ვი­სუფ­ლდით სა­ღა­მოს 21:00 სა­ათ­ზე. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი და პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ამ სა­მი­ტის მუ­შა­ო­ბა­ში. დაკ­რძალ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის ორი მო­ად­გი­ლე", - გან­მარ­ტა ჯა­ნე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დაკ­რძალ­ვა მოხ­და არა ცხედ­რე­ბის, არა­მედ დნმ ანა­ლი­ზის­თვის აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბის. "ეს არ ყო­ფი­ლა ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის წარ­მო­ე­ბულ ოპე­რა­ცი­ებ­ში და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის დაკ­რძალ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, ეს გმი­რე­ბი ჩვენ დიდი ხნით ადრე მი­ვა­ბა­რეთ მი­წას, ეს იყო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და დნმ-ის ზუს­ტი დად­გე­ნის­თვის აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბის მი­წის­თვის მი­ბა­რე­ბას. თუმ­ცა ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და ისე, რო­გორც ეს ეკად­რე­ბა ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის ხსოვ­ნას", - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ჯა­ნე­ლი­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დებს და მის გა­და­ყე­ნე­ბა­საც მო­ი­თხო­ვენ.

იხი­ლეთ კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი ჯა­ნე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კალაძის კომენტარი თავდაცვის მინისტრის სკანდალურ განცხადებაზე, რომლის გამოც სოციალურ ქსლებში მის გადაყენებას მოითხოვენ

კალაძის კომენტარი თავდაცვის მინისტრის სკანდალურ განცხადებაზე, რომლის გამოც სოციალურ ქსლებში მის გადაყენებას მოითხოვენ

ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრების ვალდებულება ჰქონდა არა მარტო თავდაცვის მინისტრს, არამედ მთლიანად მთავრობის წევრებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა, რითაც საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ორი დღის წინ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, თავდაცვის უწყება კი ცერემონიაზე მინისტრის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის რანგში იყო წარმოდგენილი.

კალაძის განმარტებით, პირადად მან ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ არ იცოდა.

"მე პირადად ნამდვილად არ ვიცოდი ამ დაკრძალვის შესახებ. რომ მცოდნოდა, ალბათ, არა მარტო თავდაცვის მინისტრი, არამედ მთავრობის წევრების ვალდებულებაც იყო, რომ ყოფილიყვნენ", - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.

ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა პოლიტსაბჭოს წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ. მისი აზრით, თავდაცვის მინისტრი პატრიოტია და მის მიმართ უარყოფითი პოზიციის ჩამოყალიბება ხელოვნურად შექმნილი თემაა.

"მინდია ჯანელიძე არის პატრიოტი ჯარისკაცი. მის მიმართ გარკვეული პოზიციის ჩამოყალიბება არის თემა. მინდია ჯანელიძე არ არის ის ადამიანი, რომელიც ადამიანურ საკითხებს, მეორე პლანზე წევს", - განმარტა ვოლსკიმ.

გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განცხადა, რომ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ფრაგმენტების დაკრძალვას საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამიტის გამო ვერ დაესწრო.

როგორც ჯანელიძემ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, სამიტის გამო არ ჰქონდა დრო, რომ დაკრძალვას დასწრებოდა.

"2 აპრილს იყო სამმხრივი სამიტი აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს შორის. ვისაუბრეთ, საინტერესო შეხვედრები და საუბრები გვქონდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და თანამშრომლობაზე. მთელი დღე იყო დატვირთული. ჩვენ გავთავისუფლდით საღამოს 21:00 საათზე. გენერალური შტაბის უფროსი და პირველი მოადგილე ჩართული იყვნენ ამ სამიტის მუშაობაში. დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსის ორი მოადგილე", - განმარტა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, დაკრძალვა მოხდა არა ცხედრების, არამედ დნმ ანალიზისთვის აღებული ნიმუშების. "ეს არ ყოფილა ჩვენი ჯარისკაცების, ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ოპერაციებში დაღუპული სამხედროების დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი, ეს გმირები ჩვენ დიდი ხნით ადრე მივაბარეთ მიწას, ეს იყო ცერემონიალი, რომელიც უკავშირდებოდა დნმ-ის ზუსტი დადგენისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარებას. თუმცა ღონისძიება ჩატარდა ისე, როგორც ეს ეკადრება ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნას", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. საზოგადოების ნაწილი ჯანელიძის ამ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და მის გადაყენებასაც მოითხოვენ.

იხილეთ კრიტიკული გამოხმაურებები ჯანელიძის განცხადებაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."