თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე გაჩერებაზე მყოფ ოჯახს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სავარაუდოდ, მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რადგან შეჯახების შედეგად გაჩერების კონსტრუქცია სრულიად განადგურებულია.
შემთხვევის შედეგად დაზიანებები მამამ და მისმა ორმა შვილმა მიიღო. "რუსთავი 2"-ს ინფორმაციით, დაზარალებულებს ოპერაცია უტარდებათ.
"მანქანა მაღალი სიჩქარით მოდიოდა. სველი რომ იყო, შევარდა და დაეჯახა. იმ ბიჭს ფეხი აქვს მომძვრალი, გოგო გათიშულია. არ ვიცი, რა მოხდება, სისხლად იღვრებოდა".
შეგახსენებთ, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიებს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების ექპულატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
იხილეთ ფოტომასალა
მომზადებულია "კურიერის" და "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.