მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ფრაგმენტებს დაკრძალავენ

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ფრაგმენტებს დაკრძალავენ

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ 42 ქართველი ჯარისკაცის ფრაგმენტებს დღეს დაკრძალავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, დაკრძალვას, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.

მათივე ინფორმაციით, 42 ქართველ სამხედროს შორის ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძეა.

აღსანიშნავია, რომ 42 პირიდან რამდენიმე ჯარისკაცის, მათ შორის ანწუხელიძის საფლავი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უკვე არსებობს, თუმცა ცხედრებს დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა და უკვე იდენტიფიცირებულ ფრაგმენტებს ერთ საფლავში დაკრძალავენ.

არსებული ინფორმაციით, 42 სამხედროს ცხედრის იდენტიფიცირება ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია