ცნობილი გახდა პოლ უოკერის სიკვდილში დამნაშავის ვინაობა

ცნობილი გახდა პოლ უოკერის სიკვდილში დამნაშავის ვინაობა

კომპანია ”პორშეს” წარმომადგენლებმა მძღოლი როჯერ როდასა ერთადერთ დამნაშავედ დაასახელეს ავტოკატასტროფაში, რომელსაც ჰოლივუდის მსახიობი პოლ უოკერი ემსხვერპლა. კომპანიაში დარწმუნებული არიან, რომ ავტოკატასტროფის მიზეზი მანქანის კონსტრუქცია ვერ იქნებოდა.

კომპანიამ ეს განცხადება გააკეთა სასამართლო საჩივრის შემდეგ, რომელიც როდასის ქვრივმა შეიტანა ”პორშეს” წინააღმდეგ. ქალის განცხადებით, კატასტროფა ავტომობილის გაუმართაობის გამო მოხდა.

კრისტინ როდასმა "პორშე" დაადანაშაულა იმაში, რომ კომპანიაში იცოდნენ ავტომობილის ხარვეზების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მძღოლებს არაფერი შეატყობინეს.

ამჟამად ”პორშეს” წარმომადგენლები ითხოვენ სარჩელის სასამართლოდან გამოტანას. შეგახსენებთ, რომ პოლ უოკერი, რომელიც ცნობილი იყო ფრენჩაიზ ”ფორსაჟში” განსახიერებული როლით, 2013 წლის ნოემბერში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

10 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე გაიმარჯვა - "შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა"

გიორგი ყიფშიძეს ვაჟი შეეძინა - "კოსმო ყიფშიძე... ბედნიერების ბიჭია"

6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია