სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აპარტეიდი ან გაძევება - სეპარატისტების მუქარა გალის ქართველობას
აპარტეიდი ან გაძევება - სეპარატისტების მუქარა გალის ქართველობას

სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. დე­პუ­ტა­ტე­ბი გალ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ აპარ­დტე­ი­დუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას ითხო­ვენ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი კი პირ­და­პირ მათ გა­ძე­ვე­ბას ითხოვს. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათ ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტე­ბი ექ­ნე­ბათ, ხოლო თუ მხო­ლოდ აფხა­ზურ პას­პორ­ტებს და­ი­ტო­ვე­ბენ, მა­შინ მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა­სა და "ყვე­ლა­ნა­ირ უფ­ლე­ბას" უზ­რუნ­ველ­ყოფს, გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი­სა.

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გალ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი არ აი­ღე­ბენ მხო­ლოდ აფხა­ზურ პას­პორ­ტს, ისი­ნი გა­ძე­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან. ხოლო თუ აი­ღე­ბენ მხო­ლოდ აფხა­ზურ პას­პორ­ტს და პა­რა­ლე­ლუ­რად ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტე­ბი არ ექ­ნე­ბათ, ხელ­შე­უ­ხე­ბელ­ნი იქ­ნე­ბი­ან და ექ­ნე­ბათ ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი­სა", - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა ბეს­ლან კო­ბა­ხი­ამ.

სა­ერ­თოდ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ბოლო დღე­ე­ბია გალ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის პას­პორ­ტი­ზა­ცი­ი­სა და მათი გა­სახ­ლე­ბა-და­ტო­ვე­ბის თე­მის ირ­გვლივ კვლავ გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ბეს­ლან კო­ბა­ხი­ამ ზე­მოთ­სე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა დე­ბა­ტებ­ზე, რომ­ლის ში­ნა­არ­სი შე­იძ­ლე­ბა ამ ფრა­ზით გად­მო­ი­ცეს - "რა ვუ­ყოთ გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას".

მისი თქმით, გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის 99%-ს ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი, პა­რა­ლე­ლუ­რად აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბიც გა­აჩ­ნი­ათ და ეს უნდა მო­ის­პოს.

მარ­თა­ლია, კო­ბა­ხი­ას ე.წ. პარ­ლა­მენ­ტში ბევ­რი არ და­ე­თან­ხმა და ქარ­თვე­ლე­ბის გა­ძე­ვე­ბას არ მი­ე­სალ­მა, მაგ­რამ ის, რომ ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის პას­პორ­ტი­ზა­ცი­ის თემა "აფხა­ზურ რეს­პუბ­ლი­კას" უზარ­მა­ზარ ტვირ­თად აწევს და ეს სა­კი­თხი უნდა მოგ­ვარ­დეს, ამა­ზე ბევ­რი ისა­უბ­რეს.ცნო­ბი­სათ­ვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ პას­პორ­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად გა­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბის 96%-მა თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

გა­მო­კი­თხვის ჩა­ტა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ ნა­და­რა­ია იყო.

მისი თქმით, გა­ლის რა­ი­ო­ნის 18 სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი 18 071 ადა­მი­ა­ნი გა­მო­კი­თხა და გა­ირ­კვა, რომ მათ­გან 17 372 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, აფხა­ზურ პას­პორ­ტს კი 7 127 ადა­მი­ა­ნი ფლობს. გა­მო­კი­თხვა გრძელ­დე­ბა ქა­ლაქ გალ­ში, სა­დაც 7 ათა­სი მცხოვ­რე­ბია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

სე­პა­რა­ტის­ტულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწო­რედ ეს 96%-იანი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩათ­ვა­ლა უდი­დეს ტვირ­თად და პას­პორ­ტი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე სა­უ­ბა­რიც დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტში ამი­ტო­მაც წა­რი­მარ­თა გა­ცხა­რე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ხუ­მის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­სულ წელს გა­ლის რი­ონ­ში გა­ცე­მუ­ლი 26 ათა­სი აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი გა­ა­უქ­მა იმ სა­ბა­ბით, რომ მათ მფლო­ბე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­დათ, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში კი ქარ­თუ­ლი და აფხა­ზუ­რი "ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა" აკ­რძა­ლუ­ლია. ამი­ტო­მაც აგ­ვის­ტო­ში გა­მარ­თულ ვა­დამ­დელ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბი­დან მხო­ლოდ 280 ადა­მი­ანს ჰქონ­და ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა.

დღე­ი­სათ­ვის, სო­ხუ­მის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტი გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ნაც­ვლად "ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის" მი­ნი­ჭე­ბას გეგ­მავს, რაც, მათი გან­მარ­ტე­ბით, მათ­თვის ყვე­ლა უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მი­სა და კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბის გარ­და.

"აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბი­სა" თუ ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მა 1 აგ­ვის­ტო­დან უნდა და­ი­წყოს და პრო­ცე­სი 2016 წლის 30 იან­ვრი­სათ­ვის უნდა დას­რულ­დეს.

ვი­საც აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტის აღე­ბა მო­უნ­დე­ბა, მან აუ­ცი­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს პას­პორ­ტი უნდა გა­ა­უქ­მოს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის მხო­ლოდ ბი­ნა­დო­ბის მოწ­მო­ბა გა­ი­ცე­მა.

ახა­ლი პას­პორ­ტე­ბის სა­ფა­სუ­რი 135 რუბ­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა 188 რუბ­ლი ეღი­რე­ბა.

აფხა­ზე­თის უშიშ­რო­ე­ბის ექს-მი­ნის­ტრი, "ექ­სპერტთა კლუ­ბის" პრე­ზი­დენ­ტი ლე­ვან კიკ­ნა­ძე აცხა­დებს, რომ ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ მოვ­ლე­ნებს მივსდევთ და რე­ა­გი­რე­ბას ვერ ვა­კე­თებთ. თუმ­ცა მშვი­დად არ უნდა ვი­ყოთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა ჩავ­რთოთ და ეს აპარ­ტე­ი­დუ­ლი პო­ლი­ტი­კა უნდა ვამ­ხი­ლოთ.

კიკ­ნა­ძის თქმით, დე ფაქ­ტო სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო დო­ნე­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ვინც აფხა­ზურ პას­პორ­ტს არ აი­ღებს, გა­მო­ა­ძე­ვე­ბენ, არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ისი­ნი აი­ძუ­ლე­ბენ გალ­ში სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბი და­ტო­ვონ.

"ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ იტყვი­ან, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებს ყვე­ლა პი­რო­ბას შე­უქ­მნი­ან, რომ აფხა­ზეთ­ში არ ეცხოვ­რე­ბო­დეთ. მერე იტყვი­ან, რად­გან მო­ქა­ლა­ქე არ იყო და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ იღებ­და, თა­ვად გა­და­წყვი­ტა აფხა­ზე­თი­დან წას­ვლაო. ყვე­ლა­ფე­რი ამის­კენ მი­დის", - აღ­ნიშ­ნავს კიკ­ნა­ძე.

მისი თქმით, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბამ და­ად­გი­ნა ნორ­მა, რომ "აფხა­ზურ პას­პორ­ტს" იმ შემ­თხვე­ვა­ში გას­ცე­მენ, თუ გა­ლის მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარს იტყვის. მან უნდა წა­რად­გი­ნოს იმის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ი­ცე­მა "აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი" და ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე გახ­დე­ბა.

"კო­ბა­ხი­ას გან­ცხა­დე­ბა, რომ ქარ­თველს მა­ინც არ ექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბაო, ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა, რომ ამით მდგო­მა­რე­ო­ბა და­ძა­ბოს და გა­ლე­ლე­ბი და­ა­ში­ნოს და პას­პორ­ტის აღე­ბა­ზე და­ი­თან­ხმოს. მათ სა­მარ­თლებ­რივ დო­ნე­ზე სხვა­ნა­ი­რად გა­ცხა­დე­ბის უფ­ლე­ბა არა აქვთ. ეს მათ იცი­ან. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი გა­ლე­ლე­ბი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარს არ იტყვი­ან, მათ ასე ხე­ლა­ღე­ბი­თაც ვერ გა­მო­ა­ძე­ვე­ბენ. ისი­ნი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რე­ბად დარ­ჩე­ბი­ან. ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბებს და­უ­რი­გე­ბენ და არც მი­წის, არც სა­კუთ­რე­ბი­სა და არც არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ. გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას სა­კუთ­რე­ბა და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი არ აქვს და ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მათ პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას", - აცხა­დებს კიკ­ნა­ძე.

ყო­ფი­ლი ექსმი­ნის­ტრის თვალ­საზ­რი­სით, სე­პა­რა­ტის­ტე­ბის გათ­ვლაა, რომ და­ა­ში­ნონ გა­ლის ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და გა­ძე­ვე­ბის ში­შით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი ათ­ქმე­ვი­ნონ, სა­ნაც­ვლოდ კი აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბი აა­ღე­ბი­ნონ.

"მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ქარ­თვე­ლებს გალი და­ა­ტო­ვე­ბი­ნონ. არ მინ­და ამის თქმა, მაგ­რამ გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მათ სა­ცხოვ­რე­ბელს ვერ მის­ცემს და ამი­ტომ იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დე­ბი­ან დათ­მონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და სა­კუ­თარ სახ­ლში დარ­ჩე­ნის გამო აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი აი­ღონ. მათ წა­სას­ვლე­ლი არ აქვთ, ეს იცი­ან აფხა­ზებ­მა და ეს ყვე­ლა­ფე­რი მათი ერ­თი­ა­ნი კომ­პლექ­სუ­რი გეგ­მაა. თუმ­ცა მშვი­დად არ უნდა ვი­ყოთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა ჩავ­რთოთ და ეს აპარ­ტე­ი­დუ­ლი მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კა უნდა ვამ­ხი­ლოთ", - დას­ძენს კიკ­ნა­ძე.

აფხა­ზე­თის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გია გვა­ზა­ვას თქმით, სე­პა­რა­ტის­ტულ აფხა­ზეთ­ში მო­ლო­დი­ნია, რომ ქარ­თვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას არ დათ­მო­ბენ და მხო­ლოდ ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბას აი­ღე­ბენ, ამი­ტო­მაც ამ­ბო­ბენ, რომ მათ მხო­ლოდ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მა­თო, ეს კი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა შე­ზღუდ­ვაა და ქარ­თუ­ლი მხა­რე ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე ამ­გვარ სა­კი­თხებს მუდ­მი­ვად აყე­ნებს.

"მარ­ტო ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბით გა­ლის ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა, ისი­ნი სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვერ იქ­ნე­ბი­ან. მგო­ნია, ისე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა, რომ ხალ­ხი ია­რა­ღის ჟღა­რუ­ნის გა­რე­შე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტი აი­ღოს და სწო­რედ ეს არის სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. აფხა­ზე­ბი სა­ჯა­როდ და ხმა­მაღ­ლა არ იტყვი­ან, რომ ქარ­თვე­ლებს გა­მო­ა­ძე­ვე­ბენ, რად­გან იცი­ან, რომ და­სავ­ლეთს ასე­თი აპარ­ტე­ი­დუ­ლი კა­ნო­ნე­ბით ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან. ამი­ტო­მაც შე­ნიღ­ბუ­ლი თა­მა­ში და­ი­წყეს. კი ბა­ტო­ნო, ქარ­თუ­ლი ენა გინ­დათ - ის­წავ­ლეთ, მაგ­რამ ფა­კულ­ტა­ტუ­რად. კო­ბა­ხი­ამ სა­ერ­თოდ თქვა, თუკი ქარ­თუ­ლი სკო­ლა გინ­დათ, კერ­ძო სკო­ლე­ბი გახ­სე­ნი­თო. ახლა თით­ქოს პო­ლი­ტი­კა შეც­ვა­ლეს და შე­ნიღ­ბუ­ლად, ვი­თომ მო­ფე­რე­ბით უნ­დათ მო­სახ­ლე­ო­ბის თან­და­თან თა­ვის მხა­რეს გა­დაყ­ვა­ნა. ჩვენ ამ თე­მებს ჟე­ნე­ვა­ში სულ ვა­ყე­ნებთ, მაგ­რამ ამას ჯერ არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ მო­აქვს", - მი­იჩ­ნევს გვა­ზა­ვა.

ეკა­ტე­რი­ნე ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

აპარტეიდი ან გაძევება - სეპარატისტების მუქარა გალის ქართველობას

აპარტეიდი ან გაძევება - სეპარატისტების მუქარა გალის ქართველობას

სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატები გალში მცხოვრები ქართველების მიმართ აპარდტეიდული პოლიტიკის გატარებას ითხოვენ. ზოგიერთი მათგანი კი პირდაპირ მათ გაძევებას ითხოვს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათ ქართული პასპორტები ექნებათ, ხოლო თუ მხოლოდ აფხაზურ პასპორტებს დაიტოვებენ, მაშინ მარიონეტული ხელისუფლება მათ ხელშეუხებლობასა და "ყველანაირ უფლებას" უზრუნველყოფს, გარდა პოლიტიკურისა.

"იმ შემთხვევაში, თუ გალში მცხოვრები ქართველები არ აიღებენ მხოლოდ აფხაზურ პასპორტს, ისინი გაძევებული იქნებიან ქვეყნის ტერიტორიიდან. ხოლო თუ აიღებენ მხოლოდ აფხაზურ პასპორტს და პარალელურად ქართული პასპორტები არ ექნებათ, ხელშეუხებელნი იქნებიან და ექნებათ ყველანაირი უფლება მინიჭებული, გარდა პოლიტიკურისა", - განაცხადა დეპუტატმა ბესლან კობახიამ.

საერთოდ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები ბოლო დღეებია გალში მცხოვრები ქართველების პასპორტიზაციისა და მათი გასახლება-დატოვების თემის ირგვლივ კვლავ გააქტიურდნენ. ბესლან კობახიამ ზემოთსენებული განცხადება გააკეთა დებატებზე, რომლის შინაარსი შეიძლება ამ ფრაზით გადმოიცეს - "რა ვუყოთ გალის მოსახლეობას".

მისი თქმით, გალის მოსახლეობის 99%-ს ზუგდიდის რაიონში ქართული პასპორტები აქვს აღებული, პარალელურად აფხაზური პასპორტებიც გააჩნიათ და ეს უნდა მოისპოს.

მართალია, კობახიას ე.წ. პარლამენტში ბევრი არ დაეთანხმა და ქართველების გაძევებას არ მიესალმა, მაგრამ ის, რომ ქართული მოსახლეობის პასპორტიზაციის თემა "აფხაზურ რესპუბლიკას" უზარმაზარ ტვირთად აწევს და ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, ამაზე ბევრი ისაუბრეს.ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ პასპორტიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების გამოსავლენად გალის რაიონის მოსახლეობაში სპეციალური გამოკითხვა ჩატარდა, სადაც ქართველების 96%-მა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეა.

გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია იყო.

მისი თქმით, გალის რაიონის 18 სოფელში მცხოვრები 18 071 ადამიანი გამოკითხა და გაირკვა, რომ მათგან 17 372 საქართველოს მოქალაქეა, აფხაზურ პასპორტს კი 7 127 ადამიანი ფლობს. გამოკითხვა გრძელდება ქალაქ გალში, სადაც 7 ათასი მცხოვრებია რეგისტრირებული.

სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სწორედ ეს 96%-იანი მაჩვენებელი ჩათვალა უდიდეს ტვირთად და პასპორტიზაციის პროცესზე საუბარიც დე ფაქტო პარლამენტში ამიტომაც წარიმართა გაცხარებით.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ გასულ წელს გალის რიონში გაცემული 26 ათასი აფხაზური პასპორტი გააუქმა იმ საბაბით, რომ მათ მფლობელებს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კი ქართული და აფხაზური "ორმაგი მოქალაქეობა" აკრძალულია. ამიტომაც აგვისტოში გამართულ ვადამდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გალის რაიონის მოსახლეობიდან მხოლოდ 280 ადამიანს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება.

დღეისათვის, სოხუმის დე ფაქტო პარლამენტი გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის მოქალაქეობის ნაცვლად "ბინადრობის უფლების" მინიჭებას გეგმავს, რაც, მათი განმარტებით, მათთვის ყველა უფლების შენარჩუნებას გულისხმობს, არჩევნებში ხმის მიცემისა და კანდიდატად დასახელების გარდა.

"აფხაზური პასპორტებისა" თუ ბინადრობის მოწმობის გაცემა 1 აგვისტოდან უნდა დაიწყოს და პროცესი 2016 წლის 30 იანვრისათვის უნდა დასრულდეს.

ვისაც აფხაზური პასპორტის აღება მოუნდება, მან აუცილებლად საქართველოს პასპორტი უნდა გააუქმოს, სხვა შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეებისათვის მხოლოდ ბინადობის მოწმობა გაიცემა.

ახალი პასპორტების საფასური 135 რუბლი იქნება, ხოლო ბინადრობის უფლების მოპოვება 188 რუბლი ეღირება.

აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, "ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი ლევან კიკნაძე აცხადებს, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ამ მოვლენებს მივსდევთ და რეაგირებას ვერ ვაკეთებთ. თუმცა მშვიდად არ უნდა ვიყოთ, საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩავრთოთ და ეს აპარტეიდული პოლიტიკა უნდა ვამხილოთ.

კიკნაძის თქმით, დე ფაქტო სახელისუფლებო დონეზე საუბარი, რომ ვინც აფხაზურ პასპორტს არ აიღებს, გამოაძევებენ, არ ყოფილა, თუმცა არის საშიშროება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისინი აიძულებენ გალში საკუთარი სახლები დატოვონ.

"ამას ოფიციალურად არ იტყვიან, მაგრამ ქართველებს ყველა პირობას შეუქმნიან, რომ აფხაზეთში არ ეცხოვრებოდეთ. მერე იტყვიან, რადგან მოქალაქე არ იყო და არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებდა, თავად გადაწყვიტა აფხაზეთიდან წასვლაო. ყველაფერი ამისკენ მიდის", - აღნიშნავს კიკნაძე.

მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაადგინა ნორმა, რომ "აფხაზურ პასპორტს" იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ გალის მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის. მან უნდა წარადგინოს იმის დამამტკიცებელი დოკუმენტი, რომ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა "აფხაზური პასპორტი" და ის სრულფასოვანი მოქალაქე გახდება.

"კობახიას განცხადება, რომ ქართველს მაინც არ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებაო, ეს სპეციალურად გაკეთებული განცხადებაა, რომ ამით მდგომარეობა დაძაბოს და გალელები დააშინოს და პასპორტის აღებაზე დაითანხმოს. მათ სამართლებრივ დონეზე სხვანაირად გაცხადების უფლება არა აქვთ. ეს მათ იციან. იმ შემთხვევაში, თუკი გალელები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს არ იტყვიან, მათ ასე ხელაღებითაც ვერ გამოაძევებენ. ისინი მოქალაქეობის არმქონე პირებად დარჩებიან. ბინადრობის მოწმობებს დაურიგებენ და არც მიწის, არც საკუთრებისა და არც არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას არ მისცემენ. გალის მოსახლეობის უმეტესობას საკუთრება დაკანონებული არ აქვს და ბინადრობის მოწმობამ შეიძლება მათ პრობლემები შეუქმნას", - აცხადებს კიკნაძე.

ყოფილი ექსმინისტრის თვალსაზრისით, სეპარატისტების გათვლაა, რომ დააშინონ გალის ქართული მოსახლეობა და გაძევების შიშით საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ათქმევინონ, სანაცვლოდ კი აფხაზური პასპორტები ააღებინონ.

"მეეჭვება, რომ ქართველებს გალი დაატოვებინონ. არ მინდა ამის თქმა, მაგრამ გალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათ საცხოვრებელს ვერ მისცემს და ამიტომ იძულებულნი გახდებიან დათმონ საქართველოს მოქალაქეობა და საკუთარ სახლში დარჩენის გამო აფხაზური პასპორტი აიღონ. მათ წასასვლელი არ აქვთ, ეს იციან აფხაზებმა და ეს ყველაფერი მათი ერთიანი კომპლექსური გეგმაა. თუმცა მშვიდად არ უნდა ვიყოთ, საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩავრთოთ და ეს აპარტეიდული მომავალი პოლიტიკა უნდა ვამხილოთ", - დასძენს კიკნაძე.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას თქმით, სეპარატისტულ აფხაზეთში მოლოდინია, რომ ქართველები საქართველოს მოქალაქეობას არ დათმობენ და მხოლოდ ბინადრობის მოწმობას აიღებენ, ამიტომაც ამბობენ, რომ მათ მხოლოდ მუშაობის უფლება მიეცემათო, ეს კი ადამიანის უფლებათა შეზღუდვაა და ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებაზე ამგვარ საკითხებს მუდმივად აყენებს.

"მარტო ბინადრობის უფლების მინიჭებით გალის ქართველ მოსახლეობას პრობლემები შეექმნება, ისინი სრულფასოვანი მოქალაქეები ვერ იქნებიან. მგონია, ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რომ ხალხი იარაღის ჟღარუნის გარეშე იძულებული გახდება აფხაზური პასპორტი აიღოს და სწორედ ეს არის სეპარატისტების მთავარი მიზანი. აფხაზები საჯაროდ და ხმამაღლა არ იტყვიან, რომ ქართველებს გამოაძევებენ, რადგან იციან, რომ დასავლეთს ასეთი აპარტეიდული კანონებით ვერ დაელაპარაკებიან. ამიტომაც შენიღბული თამაში დაიწყეს. კი ბატონო, ქართული ენა გინდათ - ისწავლეთ, მაგრამ ფაკულტატურად. კობახიამ საერთოდ თქვა, თუკი ქართული სკოლა გინდათ, კერძო სკოლები გახსენითო. ახლა თითქოს პოლიტიკა შეცვალეს და შენიღბულად, ვითომ მოფერებით უნდათ მოსახლეობის თანდათან თავის მხარეს გადაყვანა. ჩვენ ამ თემებს ჟენევაში სულ ვაყენებთ, მაგრამ ამას ჯერ არანაირი შედეგი არ მოაქვს", - მიიჩნევს გვაზავა.

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?