მე ვამაყობ ჩემი მეუღლის პროფესიონალიზმით და დარწმუნებული ვარ, ის თავს გაართმევს ამ თანამდებობას, - ამის შესახებ დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ მისი მეუღლის, ხათუნა მიქაცაძის თავდაცვის მინისტრის მრჩეველის პოზიციაზე დანიშვნასათან დაკავშირებით განაცხადა.
"მეამაყება, რადგან ქალბატონი ხათუნა ძალიან დიდი პროფესიონალია. მეამაყება ისიც, რომ ის ჩემი მეუღლეა. საერთოდ, ჩემი გავლენა ამ შემთხვევაში ძალიან უმნიშვნელო იქნებოდა. ის არის უბრალოდ ჩემი მეუღლე და 1996 წლიდან თავისი საქმის ძალიან დიდი სპეციალისტი. მე ვამაყობ მისით", - აღნიშნა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად ხათუნა მიქაცაძე დაინიშნა, რომელიც დეპუტატ ლუკა კურტანიძის მეუღლეა.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.