სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ick: გურჯაანში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სცემეს
ick: გურჯაანში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სცემეს

გურ­ჯა­ან­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სცე­მეს. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღო­ლი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს, არ და­ე­თან­ხმა მათ შე­ნიშ­ვნას, რომ ღვე­დის გა­რე­შე მოძ­რა­ობ­და, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მძღოლ­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს უთხრა, რომ ღვე­დის გა­რე­შე არ მოძ­რა­ობ­და, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ის და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რომ მან­ქა­ნის მარ­თვის დროს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით სა­უბ­რობ­და. მძღო­ლი არც ამ ბრალ­დე­ბას და­ე­თან­ხმა და პო­ლი­ცი­ე­ლებს უთხრა, რომ მისი მო­ბი­ლუ­რი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მის შედ­გე­ნა გა­და­წყვი­ტეს, რა­მაც მძღო­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მის მიერ პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მძღო­ლის და­კა­ვე­ბა სცა­დეს, რა დრო­საც მძღოლ­მა მათ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მძღო­ლი მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სამი ეკი­პა­ჟი გა­მო­ცხად­და.

წყა­რო: ick.ge

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ick: გურჯაანში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სცემეს

ick: გურჯაანში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სცემეს

გურჯაანში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სცემეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც პოლიციელებმა გააჩერეს, არ დაეთანხმა მათ შენიშვნას, რომ ღვედის გარეშე მოძრაობდა, რამაც ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ღვედის გარეშე არ მოძრაობდა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ის დაადანაშაულეს, რომ მანქანის მართვის დროს მობილური ტელეფონით საუბრობდა. მძღოლი არც  ამ ბრალდებას დაეთანხმა და პოლიციელებს უთხრა, რომ მისი მობილური გაფუჭებული იყო. ამის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა გადაწყვიტეს, რამაც მძღოლი გააღიზიანა. მის მიერ პროტესტის გამოთქმის შემდეგ, პოლიციელებმა მძღოლის დაკავება სცადეს, რა დროსაც მძღოლმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძღოლი მას შემდეგ დააკავეს, რაც ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი გამოცხადდა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ