სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თეა წულუკიანი - რიგის სამიტზე ველოდებით, რომ ბრიუსელი საბოლოო მიზნისკენ გზას გაგვიხსნის
თეა წულუკიანი - რიგის სამიტზე ველოდებით, რომ ბრიუსელი საბოლოო მიზნისკენ გზას გაგვიხსნის

რი­გის სა­მიტ­ზე ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ ბრი­უ­სე­ლი გზას გაგ­ვიხ­სნის სა­ბო­ლოო მიზ­ნის­კენ, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში ბრი­უ­სე­ლი­დან ჩარ­თვი­სას რი­გის სა­მიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ მო­ლო­დი­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლაა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მე­დი­ამ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ მთავ­რო­ბამ ძა­ლი­ან ბევ­რი მას­შტა­ბუ­რი და ზო­გი­ერ­თი მტკივ­ნე­უ­ლი რე­ფორ­მაც ჩა­ა­ტა­რა ერ­თა­დერ­თი მიზ­ნის­თვის, რათა "რი­გის სა­მიტ­ზე ჩვენ მი­ვი­ღოთ და­დე­ბი­თი შუ­ა­ლე­დუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თი ტექ­ნი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც უწო­დებს სა­ბო­ლოო პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე".

"ეს ორი სხვა­და­სახ­ვა ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, თუმ­ცა შუ­ა­ლე­დუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­რე­შე, რო­მელ­საც ჩვენ რი­გის სა­მიტ­ზე მო­ვე­ლით, რა თქმა უნდა, ვერ დად­გე­ბა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რა გან­სახ­ვა­ვე­ბაა ამ ორს შო­რის, მე სწო­რედ შუ­ა­ლე­დუ­რი და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით კი­დევ ერთხელ ვა­თან­ხმე­ბი სხვა­დას­ხვა ანა­ლი­ტი­კურ შე­დე­გებს, დას­კვნებს, მათ შო­რის, ჩემს ბელ­გი­ელ კო­ლე­გას­თან და სულ ახ­ლა­ხან შეხ­ვედ­რა მქონ­და ევ­რო­კო­მი­სარ ავ­რა­მო­პუ­ლო­სის აპა­რატ­თან, რო­მე­ლიც არის ში­ნა­გან საქ­მე­თა ევ­რო­კო­მი­სა­რი ევ­რო­კავ­შირ­ში. ჩვენ არ უნდა გვქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რად­გან ეს არ არის რი­გის სა­მი­ტის ფუნ­ქცია, რომ წელს მა­ის­ში გვი­თხრას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვი­საც ხელ­ში აქვს უსაფრ­თხო დო­კუ­მენ­ტე­ბი - ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი, თუ ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა, რომ მათ შე­ეძ­ლე­ბათ, რი­გის სა­მი­ტის მე­ო­რე დღეს­ვე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზოდ იმ­გზავ­რონ. ეს არის მომ­დევ­ნო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც არის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი, მაგ­რამ რი­გის სა­მიტ­ზე ჩვენ ვე­ლო­დე­ბით შუ­ა­ლე­დურ და­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ევ­რო­კავ­ში­რი იტყვის: დიახ, სა­ქარ­თვე­ლომ ჩა­ა­ტა­რა რე­ფორ­მე­ბი, ის, რაც იყო მო­თხოვ­ნი­ლი, რო­გორც ამას კუ­ლუ­ა­რუ­ლად და სა­ლა­პა­რა­კო ენა­ზე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი ეწო­დე­ბა, რო­გორც ეს თა­ვის დრო­ზე მოლ­დო­ვამ გა­ა­კე­თა და მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში უკვე უვი­ზოდ და­დი­ან. ჩვენ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ რი­გის სა­მიტ­ზე იტყვი­ან, რომ რე­ფორ­მე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­ფორ­მე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და რომ გზა ხსნი­ლია უკვე ევ­რო­კო­მი­სი­ი­სა და ევ­რო­საბ­ჭოს გა­და­სა­ხე­დი­დან, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა - საფ­რან­გეთ­მა, ჰო­ლან­დი­ამ, გერ­მა­ნი­ამ, პორ­ტუ­გა­ლი­ამ და სხვა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რებ­მა ნელ-ნელა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი გა­უხ­სნან და მოხ­სნან ვი­ზის რე­ჟი­მი, ანუ ჩვე­ნი მი­მოს­ვლა უვი­ზო გახ­დეს, რაც უნდა იყოს სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი, ხოლო რი­გის სა­მიტ­ზე ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ ბრი­უ­სე­ლი გზას გაგ­ვიხ­სნის ამ სა­ბო­ლოო მიზ­ნის­კენ", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თეა წულუკიანი - რიგის სამიტზე ველოდებით, რომ ბრიუსელი საბოლოო მიზნისკენ გზას გაგვიხსნის

თეა წულუკიანი - რიგის სამიტზე ველოდებით, რომ ბრიუსელი საბოლოო მიზნისკენ გზას გაგვიხსნის

რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ ბრიუსელი გზას გაგვიხსნის საბოლოო მიზნისკენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბრიუსელიდან ჩართვისას რიგის სამიტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაა.

წულუკიანის განცხადებით, მედიამ და საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მთავრობამ ძალიან ბევრი მასშტაბური და ზოგიერთი მტკივნეული რეფორმაც ჩაატარა ერთადერთი მიზნისთვის, რათა "რიგის სამიტზე ჩვენ მივიღოთ დადებითი შუალედური გადაწყვეტილება, რომელსაც ზოგიერთი ტექნიკურ გადაწყვეტილებასაც უწოდებს საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე".

"ეს ორი სხვადასახვა ტიპის გადაწყვეტილებაა, თუმცა შუალედური გადაწყვეტილების გარეშე, რომელსაც ჩვენ რიგის სამიტზე მოველით, რა თქმა უნდა, ვერ დადგება საბოლოო გადაწყვეტილება. რა განსახვავებაა ამ ორს შორის, მე სწორედ შუალედური დადებითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით კიდევ ერთხელ ვათანხმები სხვადასხვა ანალიტიკურ შედეგებს, დასკვნებს, მათ შორის, ჩემს ბელგიელ კოლეგასთან და სულ ახლახან შეხვედრა მქონდა ევროკომისარ ავრამოპულოსის აპარატთან, რომელიც არის შინაგან საქმეთა ევროკომისარი ევროკავშირში. ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რადგან ეს არ არის რიგის სამიტის ფუნქცია, რომ წელს მაისში გვითხრას საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ხელში აქვს უსაფრთხო დოკუმენტები - ბიომეტრიული პასპორტი, თუ ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომ მათ შეეძლებათ, რიგის სამიტის მეორე დღესვე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმგზავრონ. ეს არის მომდევნო საბოლოო გადაწყვეტილება, რაც არის საბოლოო მიზანი, მაგრამ რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით შუალედურ დადებით გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირი იტყვის: დიახ, საქართველომ ჩაატარა რეფორმები, ის, რაც იყო მოთხოვნილი, როგორც ამას კულუარულად და სალაპარაკო ენაზე საშინაო დავალებები ეწოდება, როგორც ეს თავის დროზე მოლდოვამ გააკეთა და მისი მოქალაქეები ევროკავშირში უკვე უვიზოდ დადიან. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე იტყვიან, რომ რეფორმები შესრულებულია, რომ საკანონმდებლო რეფორმების იმპლემენტაცია წარმატებულად მიმდინარეობს და რომ გზა ხსნილია უკვე ევროკომისიისა და ევროსაბჭოს გადასახედიდან, რომ ინდივიდუალურმა სახელმწიფოებმა - საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, გერმანიამ, პორტუგალიამ და სხვა ევროკავშირის წევრებმა ნელ-ნელა საქართველოს საზღვრები გაუხსნან და მოხსნან ვიზის რეჟიმი, ანუ ჩვენი მიმოსვლა უვიზო გახდეს, რაც უნდა იყოს საბოლოო მიზანი, ხოლო რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ ბრიუსელი გზას გაგვიხსნის ამ საბოლოო მიზნისკენ", - განაცხადა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა