სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გახმაურებული კრიმინალური ფაქტები საზღვარგარეთ, რომელთა მოთავეებიც ქართველები აღმოჩდნენ
გახმაურებული კრიმინალური ფაქტები საზღვარგარეთ, რომელთა მოთავეებიც ქართველები აღმოჩდნენ

ბევ­რს არ ესი­ა­მოვ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი გახ­მა­უ­რე­ბულ კრი­მი­ნა­ლურ ის­ტო­რი­ებ­ში ხში­რად ეხ­ვე­ვი­ან. უნდა ვა­ღი­ა­როთ ისიც, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ევ­რო­პა­ში ძი­რი­თა­დად სწო­რედ ქურ­დო­ბის­თვის მი­დი­ან. მსოფ­ლიო რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს იც­ნობს. "ამ­ბე­ბი.გე" იმ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­და.

კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ლო­ბენ­და"

გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ეს­პა­ნეთ­ში ათე­უ­ლო­ბით ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლი და­ა­კა­ვეს. 2014 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს ეს­პა­ნურ­მა პო­ლი­ცი­ამ ეს­პა­ნეთ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ლო­ბენ­დას" ოთხი ქარ­თვე­ლი წევ­რი და­ა­კა­ვა. ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ეს­პა­ნე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ბი­ნებს ძარ­ცვავ­დნენ. მძარ­ცვე­ლე­ბი ბი­ნა­ში იმ დროს შე­დი­ოდ­ნენ, როცა იქ არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­მო­ქა­ლა­ქო გვარ­დი­ის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ბი­ნე­ბი­დან ამო­ი­ღეს რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მი მო­პა­რუ­ლი სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რე­ვოლ­ვე­რის ტყვი­ე­ბი და ბი­ნის გა­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მკვლე­ლო­ბა

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში 24 წლის ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს. შემ­თხვე­ვა კა­ლა­მა­ტას რა­ი­ონ­ში, მე­სი­ნი­ა­ში მოხ­და. ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი 54 წლის არ­ქი­ე­პის­კო­პოსს სახ­ლში შა­ბათ ღა­მით ეს­ტუმრნენ. მათ შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რის შემ­დე­გაც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირს ჯერ მძი­მე სა­გა­ნი ჩა­არ­ტყეს თავ­ში, შემ­დეგ კი ტან­საც­მლით და­ახ­რჩვეს.

მა­ლა­ი­ზი­ა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი

მა­ლა­ი­ზი­ა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი დღემ­დე პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბი­ან. ბა­ბუ­ცა გორ­და­ძე და და­რე­ჯან კოხ­ტაშ­ვი­ლი მა­ლა­ი­ზი­ა­ში დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­და­ტა­ნის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. ქარ­თველ ქა­ლებს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ემუქ­რე­ბო­დათ, თუმ­ცა სას­ჯე­ლის უმ­კაც­რეს ფორ­მას მას შემ­დეგ გა­და­ურჩნენ, როცა ბა­ბუ­ცა გორ­და­ძის ქმა­რი ელ­დარ და­ვი­თი­ა­ნი ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­ბარ­და. და­ვი­თი­ა­ნი ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ბა­ბუ­ცა გორ­და­ძე სას­ჯელს ქა­ლაქ კოტა-კი­ნა­ბა­ლუს ქალ­თა ცი­ხე­ში იხ­დის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. გორ­და­ძე და­საქ­მე­ბუ­ლია ცი­ხის სა­წყობ­ში და სა­ელ­ჩოს მას­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი აქვს. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულ­მა ის ბო­ლოს აპ­რილ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა, რის შემ­დე­გაც ბა­ბუ­ცა გორ­და­ძეს შეხ­ვედ­რა აღარ მო­უ­თხო­ვია. და­რე­ჯან კოხ­ტაშ­ვი­ლი სას­ჯელს ქა­ლაქ კა­ჯან­გის ქალ­თა ცი­ხე­ში იხ­დის. მას ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ჩი­ვი­ლე­ბის გამო მა­ლა­ი­ზი­ის ცი­ხე­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტა­რა, თუმ­ცა, სა­მე­დი­ცი­ნო კო­მი­სი­ამ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა. ამ­ჟა­მად და­რე­ჯან კოხ­ტაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის და­კა­ვე­ბა სა­ბერ­ძნეთ­ში

ჯგუ­ფუ­რად და არა­ერ­თხელ ჩა­დე­ნი­ლი ქურ­დო­ბის­თვის სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს 10 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან 4 ქა­ლია. ბერ­ძნუ­ლი პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი ბერ­ძნე­ბის სახ­ლებ­ში ექთ­ნე­ბად მუ­შა­ობ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ბოლო თავ­დას­ხმი­სას მათ მო­ხუც ქალს და­სა­ძი­ნე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტის დიდი დოზა გა­უ­კე­თეს და სახ­ლი­დან 3700 ევრო წა­ი­ღეს.

დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მელ­საც ბერ­ძნუ­ლი პო­ლი­ცია რამ­დე­ნი­მე თვე ეძებ­და, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10-ზე მეტი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი და ფული ამო­ი­ღეს.

კი­დევ ერთი სპე­ცო­პე­რა­ცია ბერ­ძნულ­მა პო­ლი­ცი­ამ 25 თე­ბერ­ვალს ჩა­ა­ტა­რა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი ბოლო სახ­ლის ქურ­დო­ბი­დან მა­ლე­ვე, ათე­ნის გა­რე­უ­ბან­ში ძებ­ნა­ზე გა­და­ცე­მუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ო­ბი­სას და­ა­კა­ვეს. ავ­ტო­მო­ბი­ლი ასე­ვე ძებ­ნილ ქარ­თველს ეკუთ­ვნის.

საფ­რან­გეთ­ში ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით, თერ­თმე­ტი ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ 11 ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვა, რომ­ლებ­საც საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასზე მეტ ყა­ჩა­ღო­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი. დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებს 2014 წლის თე­ბერ­ვლი­დან ნო­ემ­ბრამ­დე საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­სა და ათ დე­პარ­ტა­მენ­ტში და­ახ­ლო­ე­ბით 120 ძარ­ცვა აქვთ ჩა­დე­ნი­ლი, ხოლო მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი შე­ფა­სე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 600 ათას ევ­როდ.

ფრან­გი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი კვალ­ზე აგ­ვის­ტო­ში ყა­ჩა­ღო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ორი ქარ­თვე­ლის საქ­მის ძი­ე­ბი­სას გა­ვიდ­ნენ.

გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბულ­თა ნა­წი­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუსს ატა­რებს და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი საძ­მოს წევ­რია. ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მათ აღი­ა­რეს, რომ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე სახ­ლი გა­ძარ­ცვეს. და­ა­სა­ხე­ლეს სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბაც, მათ შო­რის ერთ-ერთი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა. პო­ლი­ცი­ამ მისი სახ­ლის ჩხრე­კი­სას 100 000 ევრო ამო­ი­ღო.

სა­ბერ­ძნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ დრომ­დე არ ფლობს სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი. დიპ­ლო­მა­ტი­ურ უწყე­ბა­ში მხო­ლოდ მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იცი­ან.

და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა უც­ნო­ბია. სა­სა­მარ­თლო მათი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე ხვალ პირ­ვე­ლად იმ­სჯე­ლებს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გახმაურებული კრიმინალური ფაქტები საზღვარგარეთ, რომელთა მოთავეებიც ქართველები აღმოჩდნენ

გახმაურებული კრიმინალური ფაქტები საზღვარგარეთ, რომელთა მოთავეებიც ქართველები აღმოჩდნენ

ბევრს არ ესიამოვნება, მაგრამ საზღვარგარეთ მყოფი ქართველები გახმაურებულ კრიმინალურ ისტორიებში ხშირად ეხვევიან. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ქართველები ევროპაში ძირითადად სწორედ ქურდობისთვის მიდიან. მსოფლიო რამდენიმე ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს იცნობს. "ამბები.გე" იმ გახმაურებული საქმეებით დაინტერესდა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართველების მონაწილეობით მოხდა.

კრიმინალური დაჯგუფება "ლობენდა"

გასული წლის ოქტომბერში ესპანეთში ათეულობით ქართველი კრიმინალი დააკავეს. 2014 წლის 27 ოქტომბერს ესპანურმა პოლიციამ ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფება "ლობენდას" ოთხი ქართველი წევრი დააკავა. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ბინებს ძარცვავდნენ. მძარცველები ბინაში იმ დროს შედიოდნენ, როცა იქ არავინ იმყოფებოდა. სამოქალაქო გვარდიის განცხადებით, დაკავებულების ბინებიდან ამოიღეს რამდენიმე კილოგრამი მოპარული საიუველირო ნაკეთობა, კომპიუტერული მოწყობილობები, ყალბი დოკუმენტები, რევოლვერის ტყვიები და ბინის გასაღებად საჭირო ინსტრუმენტები.

სასულიერო პირის მკვლელობა

სასულიერო პირის მკვლელობის ბრალდებით, გასული წლის თებერვალში 24 წლის ქართველი დააკავეს. შემთხვევა კალამატას რაიონში, მესინიაში მოხდა. ძიების მასალების მიხედვით ირკვევა, რომ დაკავებულები 54 წლის არქიეპისკოპოსს სახლში შაბათ ღამით ესტუმრნენ. მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილებმა სასულიერო პირს ჯერ მძიმე საგანი ჩაარტყეს თავში, შემდეგ კი ტანსაცმლით დაახრჩვეს.

მალაიზიაში დაკავებული ქართველები

მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალები დღემდე პატიმრობაში რჩებიან. ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გადატანის ფაქტზე დააკავეს. ქართველ ქალებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ, თუმცა სასჯელის უმკაცრეს ფორმას მას შემდეგ გადაურჩნენ, როცა ბაბუცა გორდაძის ქმარი ელდარ დავითიანი ქართველ სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. დავითიანი ციხიდან გათავისუფლდა, ბაბუცა გორდაძე სასჯელს ქალაქ კოტა-კინაბალუს ქალთა ციხეში იხდის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. გორდაძე დასაქმებულია ციხის საწყობში და საელჩოს მასთან მუდმივი კონტაქტი აქვს. საქართველოს კონსულმა ის ბოლოს აპრილში მოინახულა, რის შემდეგაც ბაბუცა გორდაძეს შეხვედრა აღარ მოუთხოვია. დარეჯან კოხტაშვილი სასჯელს ქალაქ კაჯანგის ქალთა ციხეში იხდის. მას ჯანმრთელობის შესახებ ჩივილების გამო მალაიზიის ციხეების დეპარტამენტმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, თუმცა, სამედიცინო კომისიამ ჯანმრთელობის პრობლემები ვერ გამოავლინა. ამჟამად დარეჯან კოხტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია.

ქართველი ქალების დაკავება საბერძნეთში

ჯგუფურად და არაერთხელ ჩადენილი ქურდობისთვის საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს 10 მოქალაქე დააკავა. ბრალდებულებიდან 4 ქალია. ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი ქალები ბერძნების სახლებში ექთნებად მუშაობდნენ.

გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ბოლო თავდასხმისას მათ მოხუც ქალს დასაძინებელი პრეპარატის დიდი დოზა გაუკეთეს და სახლიდან 3700 ევრო წაიღეს.

დაჯგუფებას, რომელსაც ბერძნული პოლიცია რამდენიმე თვე ეძებდა, გამოძიების ინფორმაციით, 10-ზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. სამართალდამცველებმა მათი სახლების ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი და ფული ამოიღეს.

კიდევ ერთი სპეცოპერაცია ბერძნულმა პოლიციამ 25 თებერვალს ჩაატარა. ამ შემთხვევაშიც დაკავებულები ქართველები არიან.

სამართალდამცველების ცნობით, ერთ-ერთი ქართველი ბოლო სახლის ქურდობიდან მალევე, ათენის გარეუბანში ძებნაზე გადაცემული ავტომობილით მოძრაობისას დააკავეს. ავტომობილი ასევე ძებნილ ქართველს ეკუთვნის.

საფრანგეთში ყაჩაღობის ბრალდებით, თერთმეტი ქართველი დააკავეს გასული წლის დეკემბერში, საფრანგეთის პოლიციამ 11 ქართველი დააკავა, რომლებსაც საფრანგეთის ტერიტორიაზე ასზე მეტ ყაჩაღობაში ედებათ ბრალი. დაჯგუფების წევრებს 2014 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე საფრანგეთის დედაქალაქსა და ათ დეპარტამენტში დაახლოებით 120 ძარცვა აქვთ ჩადენილი, ხოლო მიყენებული ზარალი შეფასებულია დაახლოებით 600 ათას ევროდ.

ფრანგი სამართალდამცველები კვალზე აგვისტოში ყაჩაღობისთვის დაკავებული ორი ქართველის საქმის ძიებისას გავიდნენ.

გამოცემის თანახმად, დაკავებულთა ნაწილი "კანონიერი ქურდის" სტატუსს ატარებს და ყოფილი საბჭოთა კავშირის კრიმინალური საძმოს წევრია. ბერძნული მედიის ცნობით, მათ აღიარეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თანამზრახველებთან ერთად რამდენიმე სახლი გაძარცვეს. დაასახელეს სხვა ბრალდებულების ვინაობაც, მათ შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკისას 100 000 ევრო ამოიღო.

საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს საბერძნეთში საქართველოს კონსული. დიპლომატიურ უწყებაში მხოლოდ მედიით გავრცელებული ინფორმაცია იციან.

დაკავებული ქართველების ვინაობა უცნობია. სასამართლო მათი ბრალდების საქმეზე ხვალ პირველად იმსჯელებს.

თამარ ბოჭორიშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ