საშინელი განაჩენი - რატომ დაიწვა თავი 41 წლის მამაკაცმა?!

საშინელი განაჩენი - რატომ დაიწვა თავი 41 წლის მამაკაცმა?!

"ეს საწყალი 14 დღე იწვა საავადმყოფოში და როგორც მაგის ახლობლები ლაპარაკობენ, სულ შვილს ნატრულობდა და ერთხელ არ მიუყვანეს..."

ჩვენში სუიციდის მომრავლებული შემთხვევების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ფსიქოლოგები ქვეყანაში არსებულ სტერსულ გარემოს ასახელებენ. საზარელი ფაქტი მოხდა ქალაქ რუსთავში, სადაც 41 წლის რობერტ ვაჩეიშვილმა უმძიმესი განაჩენი გამოუტანა თავს და დღისით, მზისით, ქუჩაში ბენზინი გადაისხა და ასანთი აანთო. .. ელვისუსწრაფესად ავარდნილმა ცეცხლმა შემთხვევითი გამვლელი შოკში ჩააგდო, თუმცა მან მოახერხა ცეცხლწაკიდებულ ადამიანთან მირბენა და თავისი პიჯაკის შემოხვევა. მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა... მალევე მოსულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ სიკვდილს, თუმცა ამაოდ... ვაჩეიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის მცხოვრები იყო და რუსთავში დროებით ცხოვრობდა. ახლობლები ყვებიან, რომ რობერტი სიკვდილამდე გონზე იყო. "ეს არ უნდა გამეკეთებინა!" - ეუბნეოდა ტკივილებით დატანჯული ახლობლებსა და დედას, რომელმაც ის მარტოხელამ გაზარდა.

ნ.ჯ. სოფელ კოხნარის მცხოვრები, გარდაცვლილის ახლობელი:

- რობერტი ძალიან კარგი ადამიანი იყო, პატიოსანი და მშრომელი. ალბათ იმიტომაც აღმოჩნდა ცხოვრების მსხვერპლი - პატიოსანი ადამიანები ხომ ცხოვრების დაუნდობლობასთან ბრძოლას არ არიან მიჩვეული.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია