ორი შეკითხვა, რომელზე პასუხიც ჩიხში შეგიყვანთ – აბა, რომელს აირჩევთ?

ორი შეკითხვა, რომელზე პასუხიც ჩიხში შეგიყვანთ – აბა, რომელს აირჩევთ?

ყოველდღიურად ვეჯახებით არჩევანის აუცილებლობას. წვრილმანებიდან დაწყებული და ისეთი საკითხებით დამთავრებული, როგორიცაა ოჯახის შექმნა, კარიერის აწყობა თუ სხვა ქვეყანაში გადაბარგებაც კი. არჩევანის პრობლემა ყოველთვის იყო აქტუალური და ასეც იქნება, ამიტომ გთავაზობთ პატარა ამოცანას, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ ის არჩევანიც კი, რომელიც ერთი შეხედვით აშკარა და ყველაზე სწორი გვეჩვენება, შეიძლება ილუზია იყოს.

1. რომ შეგხვედროდათ ორსული ქალი, რომელსაც 8 შვილი ჰყავს, იქიდან სამი ყრუ-მუნჯი, ორი უსინათლო, ერთი გონებრივად ჩამორჩენილი, თვითონ ქალს კი სიფილისი ჰქონოდა, ურჩევდით, აბორტი გაეკეთებინა?

სანამ ამ შეკითხვას უპასუხებთ, კიდევ ერთი წაიკითხეთ:

2. უნდა აირჩიონ ახალი მსოფლიო ლიდერი და ქვენი ხმა გადამწყვეტია. აი ინფორმაცია სამ კანდიდატზე:

კანდიდატი № 1: ურთიერთობა აქვს არც ისე პატიოსან პოლიტიკოსებთან, რჩევებს იღებს ასტროლოგებისგან, ჰყავს ორი ცოლი, ეწევა გაუჩერებლად და დღეში 8-10 ჭიქა მარტინის სვამს.

კანდიდატი № 2: ორჯერ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, შუადღემდე სძინავს, კოლეჯში ოპიუმით ერთობოდა, ყოველ საღამოს დაახლოებით ერთ ლიტრ ვისკის სვამს.

კანდიდატი № 3: სამხედრო ჯილდოები აქვს, ვეგეტარიანელია, არ ეწევა და იშვიათად სვამს

რომელს აირჩევთ ამ სამიდან?

იხილეთ შედეგები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს