გურჯაანში მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა, მამამისი კი დაჭრა

გურჯაანში მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა, მამამისი კი დაჭრა

სამწუხაროდ, კახეთში ძალიან გახშირდა მკვლელობები. კვირა არ გავა, უმძიმესი დანაშაული რომ არ მოხდეს. მორიგი მკვლელობა რამდენიმე დღის წინ, სოფელ გურჯაანში მოხდა. 26 წლის გია ჩუგოშვილმა, მეტსახელად "მესკეტამ" თანატოლი, 27 წლის ჯაბა ელიზბარაშვილი სასიკვდილოდ დაჭრა. ასევე მძიმედ დაჭრა ჯაბას მამა, 56 წლის ნოდარ ელიზბარაშვილი. მას ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ღამის 3 საათზე მიიყვანეს დაჭრილი მამა-შვილი საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა ჯაბას გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მეზობლების თქმით, ჯაბას რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება, სასიკვდილო ჭრილობა კი გულის არეში ჰქონდა. სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა ნოდარ ელიზბარაშვილს, ის ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

სისხლიანი დანაშაული მკვლელობაში ბრალდებულ გია ჩუგოშვილის სახლში მოხდა. მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. როგორც ამბობენ, მამა-შვილი ღამის 3 საათზე ჩუგოშვილს სახლში მიუვარდა. მათ შორის დაწყებული ჩხუბი სისხლისღვრით დასრულდა.

"ჩემმა ძმისშვილმა, გიამ თურმე გამოიარა მათი სახლი, თავისთვის ღიღინებდა, სიმღერით მოვიდა სახლში ნასვამი, დაწვა და დაიძინა. ალბათ ერთი საათი ეძინა, როცა მასთან მამა-შვილი ელიზბარაშვილები მოსულან. მიუნგრევიათ კარი, შესულან შიგნით და ჩხუბი აუტეხავთ გიასთვის. თურმე დანა ეჭირათ ხელში. გია გამოსულა, მოხდა ჩხუბი და ეს ამბავი დატრიალდა", - ამბობს ბრალდებულის მამიდა.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ