სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა
ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა

უკ­რა­ი­ნის "რე­გი­ო­ნე­ბის პარ­ტი­ამ" ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის ვა­ჟის, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი უმ­ცრო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, "ლიგა.ნე­ტის" ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი იტყო­ბი­ნე­ბა.

"20 მარტს ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ჩვე­ნი კო­ლე­გა, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი პარ­ტია რე­გი­ო­ნე­ბი­დან, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უმაღ­ლეს რა­და­ში. ის 33 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ვინც იც­ნობ­და უმ­ცროს ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩს, მო­იხ­სე­ნი­ებს მას თბი­ლად და სიმ­პა­ტი­ე­ბით. მას უყ­ვარ­და სის­წრა­ფე და ექ­სტრი­მი, ის ბო­ლომ­დე მზად იყო, და­ეც­ვა თა­ვი­სი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია და იდე­ა­ლე­ბი. ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის მშობ­ლებს, მე­უღ­ლეს ოლ­გას და შვილ ილი­ას", - წე­რია "რე­გი­ო­ნე­ბის პარ­ტი­ის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

უკ­რა­ი­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის უმ­ცრო­სი ვა­ჟის ბა­ი­კა­ლის ტბა­ში დახ­რჩო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ გავ­რცელ­და. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რე­ებ­და რუ­სე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტრომ. თუმ­ცა, უმ­ცრო­სი ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის სიკ­ვდილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი და­ა­დას­ტუ­რეს უკ­რა­ი­ნელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ნეს­ტორ შუფ­რიჩ­მა და ან­ტონ გე­რა­შენ­კომ. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ექ­სპრე­ზი­დენტ ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის შვილს დღეს ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ. დაკ­რძალ­ვას მხო­ლოდ ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა

ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა

უკრაინის "რეგიონების პარტიამ" ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის, ვიქტორ იანუკოვიჩი უმცროსის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა, "ლიგა.ნეტის" ცნობით, ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

"20 მარტს ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ყოფილი დეპუტატი პარტია რეგიონებიდან, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი უმაღლეს რადაში. ის 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინც იცნობდა უმცროს ვიქტორ იანუკოვიჩს, მოიხსენიებს მას თბილად და სიმპატიებით. მას უყვარდა სისწრაფე და ექსტრიმი, ის ბოლომდე მზად იყო, დაეცვა თავისი სამოქალაქო პოზიცია და იდეალები. ვუსამძიმრებთ მის მშობლებს, მეუღლეს ოლგას და შვილ ილიას", - წერია "რეგიონების პარტიის" განცხადებაში.

უკრაინის ექსპრეზიდენტის უმცროსი ვაჟის ბაიკალის ტბაში დახრჩობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურეებდა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ. თუმცა, უმცროსი ვიქტორ იანუკოვიჩის სიკვდილთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები დაადასტურეს უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, ოპოზიციონერმა ნესტორ შუფრიჩმა და ანტონ გერაშენკომ. უკრაინული მედიის ცნობით, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის შვილს დღეს ყირიმის ნახევარკუნძულზე დაკრძალავენ. დაკრძალვას მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრები დაესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა