სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჩაძირული ქალაქის საიდუმლო - რას მალავს ჟინვალის წყალსაცავის ფსკერი
ჩაძირული ქალაქის საიდუმლო - რას მალავს ჟინვალის წყალსაცავის ფსკერი

ამ­ბო­ბენ, ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ეგუ­ე­ბაო. ქარ­თვე­ლე­ბიც, ავად თუ კარ­გად, ჟინ­ვა­ლის ხე­ო­ბა­ში და­გუ­ბე­ბულ 7-კი­ლო­მეტ­რი­ან არაგ­ვის ზღვას შე­ვე­გუ­ეთ და მის 75-მეტ­რი­ან ფსკერ­ზე რა ჩა­ი­ძი­რა, აღარც ვკი­თხუ­ლობთ. ან, უბ­რა­ლოდ, გვირ­ჩევ­ნია, ყვე­ლა­ფე­რი სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩეს. არ მე­ეჭ­ვე­ბა, რომ მოვა თა­ო­ბა, რო­მე­ლიც უსა­თუ­ოდ მო­ი­კი­თხავს, რა იმა­ლე­ბა ჟინ­ვა­ლის ზღვის ფსკერ­ზე. მა­მა­კა­ცებს ტი­რი­ლი არ ეხერ­ხე­ბათ, მაგ­რამ ჟინ­ვა­ლის გა­თხრებ­ზე მო­მუ­შა­ვე არ­ქე­ო­ლო­გი, ქალ­ბა­ტო­ნი ვე­რი­კო ჩიხ­ლა­ძე ცრემლს ვერ იკა­ვებს, - ამ ად­გი­ლის სრუ­ლი გა­თხრე­ბი ვერ მო­ხერ­ხდა და მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გან­ძის 60% წყალ­მა და­ფა­რაო. 41 წლის წინ კი არ­ქე­ო­ლოგ­მა რა­მინ რა­მიშ­ვილ­მა თა­ვის ექ­სპე­დი­ცი­ას­თან ერ­თა­და პირ­ვე­ლად დაჰ­კრა ბარი იქ, სა­დაც უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქი უნდა ჩა­ძი­რუ­ლი­ყო. ბა­ტონ რა­მინს იმ დღე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბა ძა­ლი­ან უჭირს.

- ქა­ლა­ქი ტყუ­ი­ლად როდი ვახ­სე­ნეთ, - ზუს­ტად იმ ად­გი­ლებ­ში, რო­მე­ლიც ჟინ­ვა­ლის ზღვამ და­ფა­რა, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მდი­და­რი ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქი ჟინ­ვა­ლი ყვა­ო­და თა­ვი­სი ციხე-კოშ­კე­ბით, გზე­ბით და სა­სახ­ლე­ე­ბით. აქ ცხოვ­რე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლად ით­ვლე­ბო­და, შეღ­წე­ვა და და­სახ­ლე­ბა ჭირ­და, ახალ­მო­სახ­ლე­ებს მხო­ლოდ ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევ­დნენ. გა­თხრე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე გა­მოჩ­ნდა მათი ნა­სახ­ლა­რე­ბი. მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე მდე­ბა­რე ეს მდი­და­რი სა­ვაჭ­რო-სა­ხე­ლოს­ნო ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც დიდ­ვა­ჭარ­ნი მი­მო­დი­ოდ­ნენ, მთე­ლი კავ­კა­სი­ის კარს აკონ­ტრო­ლებ­და. წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში ქა­ლა­ქი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა იმ დროს, როცა და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა ყივ­ჩა­ღე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნა - მათ ჟინ­ვა­ლი გა­მო­ი­ა­რე­სო, - წერს მე­მა­ტი­ა­ნე. მერე კი ჟინ­ვა­ლი თა­მარ­მა სა­კარ­გა­ვად - დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში ერ­თგულ ჭი­ა­ბერ მან­და­ტურ­თუ­ხუ­ცესს უბო­ძა. მან ეს ძვირ­ფა­სი სარ­გო ფე­ო­დალ­თა აჯან­ყე­ბი­სას თა­მა­რის გვერ­დით დგო­მით და­იმ­სა­ხუ­რა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჩაძირული ქალაქის საიდუმლო - რას მალავს ჟინვალის წყალსაცავის ფსკერი

ჩაძირული ქალაქის საიდუმლო - რას მალავს ჟინვალის წყალსაცავის ფსკერი

ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეგუებაო. ქართველებიც, ავად თუ კარგად, ჟინვალის ხეობაში დაგუბებულ 7-კილომეტრიან არაგვის ზღვას შევეგუეთ და მის 75-მეტრიან ფსკერზე რა ჩაიძირა, აღარც ვკითხულობთ. ან, უბრალოდ, გვირჩევნია, ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს. არ მეეჭვება, რომ მოვა თაობა, რომელიც უსათუოდ მოიკითხავს, რა იმალება ჟინვალის ზღვის ფსკერზე. მამაკაცებს ტირილი არ ეხერხებათ, მაგრამ ჟინვალის გათხრებზე მომუშავე არქეოლოგი, ქალბატონი ვერიკო ჩიხლაძე ცრემლს ვერ იკავებს, - ამ ადგილის სრული გათხრები ვერ მოხერხდა და მრავალი საუკუნის არქეოლოგიური განძის 60% წყალმა დაფარაო. 41 წლის წინ კი არქეოლოგმა რამინ რამიშვილმა თავის ექსპედიციასთან ერთადა პირველად დაჰკრა ბარი იქ, სადაც უძველესი ქართული ქალაქი უნდა ჩაძირულიყო. ბატონ რამინს იმ დღეების გახსენება ძალიან უჭირს.

- ქალაქი ტყუილად როდი ვახსენეთ, - ზუსტად იმ ადგილებში, რომელიც ჟინვალის ზღვამ დაფარა, შუა საუკუნეების მდიდარი ქართული ქალაქი ჟინვალი ყვაოდა თავისი ციხე-კოშკებით, გზებით და სასახლეებით. აქ ცხოვრება პრესტიჟულად ითვლებოდა, შეღწევა და დასახლება ჭირდა, ახალმოსახლეებს მხოლოდ ქალაქგარეთ ცხოვრების უფლებას აძლევდნენ. გათხრების დაწყებისთანავე გამოჩნდა მათი ნასახლარები. მსოფლიო სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარე ეს მდიდარი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი, რომელშიც დიდვაჭარნი მიმოდიოდნენ, მთელი კავკასიის კარს აკონტროლებდა. წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად გამოჩნდა იმ დროს, როცა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოიყვანა - მათ ჟინვალი გამოიარესო, - წერს მემატიანე. მერე კი ჟინვალი თამარმა საკარგავად - დროებით სარგებლობაში ერთგულ ჭიაბერ მანდატურთუხუცესს უბოძა. მან ეს ძვირფასი სარგო ფეოდალთა აჯანყებისას თამარის გვერდით დგომით დაიმსახურა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია