მოჭიდავე რინგზე გარდაიცვალა - სასიკვდილო დარტყმა და ტრაგედიის დეტალები

 მოჭიდავე რინგზე გარდაიცვალა - სასიკვდილო დარტყმა და ტრაგედიის დეტალები

მექსიკის ქალაქ ტიხუანაში გამართულ რესლინგ-შოუში პედრო რამირესმა მოწინააღმდეგის, რეი მისტერიო უმცროსის დარტყმის შედეგად გონება დაკარგა და უგონოდ დაეცა. ამის მიუხედავად, მსაჯმა ორთაბრძოლა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შეაჩერა. როგორც ადგილზე მისული ექიმები იუწყებიან, გარდაცვალების მიზეზი კისრის მალის ჩამტვრევაა.

რამირესი 35 წლის იყო. ის 15 წლის განმავლობაში ჭიდაობდა. "ლუჩა ლიბრე", ანუ თავისუფალი ბრძოლა ჭიდაობის მექსიკური ნაირსახეობაა. მასში გამოიყენება დიდი ოდენობით აკრობატული ილეთები. ლუჩა ლიბრეში მოღვაწე მოჭიდავეებს ლუჩადორებს უწოდებენ. ერთ-ერთი ყველაზე ნცობილი ლუჩადორი გახლავთ რეი მისტერიო, რომლის დარტყმამაც იმსხვერპლა რამირესი.

მომზადებულია Topnews. ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს