დღეს თბილისის ნაწილს, ავარიის პრევენციის მიზნით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

დღეს თბილისის ნაწილს, ავარიის პრევენციის მიზნით, ელექტრომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

"თელასის" ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ერთსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II, III, IV, VI კვარტლების, ნუცუბიძის, მარგიანის და თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეთაგუროვის, სანთლის, ბურების, ნინო ჩხეიძის, უშანგი ჩხეიძის, სულიაშვილის, კუმისის, თოიძის და ანთელავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის VIII კვარტლის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია