სახის ღრმა წმენდა მხოლოდ ერთი პროცედურით და ორი ინგრედიენტით

სახის ღრმა წმენდა მხოლოდ ერთი პროცედურით და ორი ინგრედიენტით

ამ ძალიან ეფექტური ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია.

აცეტილსალიცინის მჟავა (იგივე ასპირინი)

თაფლი (ნებისმიერი, თუნდაც ჩაშაქრებული)

ნიღაბი წარმოადგენს ერთდროულად მექანიკურ და ქიმიურ (მჟავა) პილინგს. მისი მუშაობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სალიცინის მჟავა კანის ზედა ფენის ინტენსიური ამქერცლავი საშუალებაა, რაც ეპიდერმისის გაახლებას უწყობს ხელს. ნიღბის საშუალებით კანი ერთგვაროვანი და გლუვი ხდება, სწორდება ნაოჭები.

საერთოდ, მჟავა ძალიან კარგია ცხიმიანი, ფორიანი და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის. თაფლი კი ნიღაბში მკვებავ და დამატენიანებელ საშუალებად გვევლინება.

თუ ალერგიულობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ იტანთ თაფლს, მაშინ ასპირინი შეგიძლიათ გახსნათ არაჟანში ან სახის ნებისმიერ, ნაყიდ ნიღაბში.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს