ვაკის რაიონის გამგებლის დაკავებულ მოადგილეს, მამუკა ცაავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მიმართა. დაცვის მხარის განცხადებით, მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია და ცაავას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ.
მამუკა ცაავა ქრთამის აღებაშია ბრალდებული. ბრალდების მიხედვით, ცაავამ ერთ-ერთ მოქალაქეს დასაქმების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 3000 ევრო მოსთხოვა.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.