სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ორგიების მომწყობი და დაკრძალვის ჯამბაზი - პროფესიები, რომელიც დღეს აღარავის სჭირდება
ორგიების მომწყობი და დაკრძალვის ჯამბაზი - პროფესიები, რომელიც დღეს აღარავის სჭირდება

ამ პრო­ფე­სი­ის ხალ­ხი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უყ­ვარ­დათ, მაგ­რამ სჭირ­დე­ბო­დათ

ძველ რომ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში არ­სე­ბობ­და პრო­ფე­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს სა­ჭი­რო აღა­რაა. მა­გა­ლი­თად:

ვერ­ცხლის მომ­პო­ვე­ბე­ლი

ძველ რომ­ში ვერ­ცხლს ხე­ლით მო­ი­პო­ვებ­დნენ. რო­მა­ე­ლე­ბი პა­ტა­რა ბი­ჭებს ღრმად ამო­თხრილ მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბებ­ში უშ­ვებ­დნენ, სა­დაც სი­ცხი­სა და მომ­წამ­ვლე­ლი გა­ზის გამო, 3 თვე­ზე მეტ­ხანს ვე­რა­ვინ ძლებ­და, მაგ­რამ რო­მა­ე­ლებს ეს არ ადარ­დებ­დათ, რად­გან მუ­შე­ბად მო­ნე­ბი ჰყავ­დათ.

სტერ­კო­რა­რი­უ­სი

კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის პირ­ვე­ლი "პრო­ტო­ტი­პი~ ძველ რომ­ში გაჩ­ნდა. სის­ტე­მა ჯერ კი­დევ და­სახ­ვე­წი იყო, ამი­ტომ მისი გაწ­მენ­და სტერ­კო­რა­რი­უსს ევა­ლე­ბო­და.

ორ­გი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი

ამ პრო­ფე­სი­ის ხალ­ხი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უყ­ვარ­დათ, მაგ­რამ სჭირ­დე­ბო­დათ. მას დარ­ბა­ზის და­ქი­რა­ვე­ბა, სა­ძი­ნებ­ლის მო­წყო­ბა, საჭ­მლი­თა და სასმლით მო­მა­რა­გე­ბა, მუ­სი­კო­სე­ბი­სა და ქა­ლე­ბის მოწ­ვე­ვა ევა­ლე­ბო­და. ორ­გი­ის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გა­ი­უს პეტ­რო­ნი­უ­სი იყო, რო­მელ­საც "ელე­გან­ტუ­რო­ბის არ­ბიტრსაც~ ეძახ­დნენ და იგი ნე­რონს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. როცა იმ­პე­რა­ტორს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მოჰ­ბეზ­რდა, მას თვით­მკვლე­ლო­ბა უბ­რძა­ნა.

ური­ნა­ტო­რი

ური­ნა­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა ერთ-ერთი სა­პა­ტიო და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი იყო. იგი წყალ­ქვეშ, 30 მეტრ სიღ­რმე­ზე ყვინ­თავ­და და იქ აგე­ბუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის გა­მაგ­რე­ბა ევა­ლე­ბო­და. ური­ნა­ტორს ზა­რის მსგავ­სი ჩაჩი ეხუ­რა, წელ­ზე კი ბა­გი­რი ჰქონ­და მობ­მუ­ლი.

დი­დე­ბუ­ლის დამ­ტა­რე­ბე­ლი

ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი კარ­გად ჩაც­მუ­ლი, სუფ­თა და მა­ძღა­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მას ტახ­ტრე­ვა­ნით დი­დე­ბუ­ლის ტა­რე­ბა ევა­ლე­ბო­და. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო, რად­გან დამ­ტა­რე­ბელს მმარ­თვე­ლი მი­წა­ზეც და კი­ბე­ზეც გა­უ­ტო­კებ­ლად უნდა ეტა­რე­ბი­ნა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ორგიების მომწყობი და დაკრძალვის ჯამბაზი - პროფესიები, რომელიც დღეს აღარავის სჭირდება

ორგიების მომწყობი და დაკრძალვის ჯამბაზი - პროფესიები, რომელიც დღეს აღარავის სჭირდება

ამ პროფესიის ხალხი მაინცდამაინც არ უყვარდათ, მაგრამ სჭირდებოდათ

ძველ რომსა და საბერძნეთში არსებობდა პროფესიები, რომლებიც დღეს საჭირო აღარაა. მაგალითად:

ვერცხლის მომპოვებელი

ძველ რომში ვერცხლს ხელით მოიპოვებდნენ. რომაელები პატარა ბიჭებს ღრმად ამოთხრილ მიწისქვეშა გვირაბებში უშვებდნენ, სადაც სიცხისა და მომწამვლელი გაზის გამო, 3 თვეზე მეტხანს ვერავინ ძლებდა, მაგრამ რომაელებს ეს არ ადარდებდათ, რადგან მუშებად მონები ჰყავდათ.

სტერკორარიუსი

კანალიზაციის პირველი `პროტოტიპი~ ძველ რომში გაჩნდა. სისტემა ჯერ კიდევ დასახვეწი იყო, ამიტომ მისი გაწმენდა სტერკორარიუსს ევალებოდა.

ორგიის ორგანიზატორი

ამ პროფესიის ხალხი მაინცდამაინც არ უყვარდათ, მაგრამ სჭირდებოდათ. მას დარბაზის დაქირავება, საძინებლის მოწყობა, საჭმლითა და სასმლით მომარაგება, მუსიკოსებისა და ქალების მოწვევა ევალებოდა. ორგიის ყველაზე ცნობილი ორგანიზატორი გაიუს პეტრონიუსი იყო, რომელსაც `ელეგანტურობის არბიტრსაც~ ეძახდნენ და იგი ნერონს ექვემდებარებოდა. როცა იმპერატორს ორგანიზატორი მოჰბეზრდა, მას თვითმკვლელობა უბრძანა.

ურინატორი

ურინატორის საქმიანობა ერთ-ერთი საპატიო და მაღალანაზღაურებადი იყო. იგი წყალქვეშ, 30 მეტრ სიღრმეზე ყვინთავდა და იქ აგებული კონსტრუქციების გამაგრება ევალებოდა. ურინატორს ზარის მსგავსი ჩაჩი ეხურა, წელზე კი ბაგირი ჰქონდა მობმული.

დიდებულის დამტარებელი

ამ პროფესიის ადამიანი კარგად ჩაცმული, სუფთა და მაძღარი უნდა ყოფილიყო. მას ტახტრევანით დიდებულის ტარება ევალებოდა. ეს საკმაოდ რთული საქმიანობა იყო, რადგან დამტარებელს მმართველი მიწაზეც და კიბეზეც გაუტოკებლად უნდა ეტარებინა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს