"ეს ხუმრობა იყო ამის გამეორება სასაცილოა" - კიკაბიძის განმარტება მის განცხადებაზე

"ეს ხუმრობა იყო ამის გამეორება სასაცილოა" - კიკაბიძის განმარტება მის განცხადებაზე

ტელეკომპანია იმედის გადაცემა "რეაქციის" ეთერში, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ, მის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

"ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა უკრაინაში ყოფნის დროს კითხვით, როგორ იქნება ჩვენი საქმე. მე ვუთხარი, რომ ყველაფერი იქნება კარგად და შეიძლება ისე კარგადაც, რომ მეც მოვითხოვო აქ თავშესაფარი. ეს ხუმრობა იყო ამის სერიოზულად მოსმენა და გამეორება სასაცილოა, მე ჩემს სამშობლოზე მეტად არაფერი არ მიყვარს", - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მომღერალმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება, რომ ის აპირებდა უკრაინის მთავრობისთვის თავშესაფარი ეთხოვა და ამ იდეას მისი მეუღლე მხარს უჭერდა.

მომღერლი აღნიშნავდა, რომ  უკრაინის მთავრობაში ქართველი მინისტრები ქვეყანას კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა