სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ან როგორ უნდა ეცხოვრა, იმისთანა გოგო მოკლა" - საზარელი ტრაგედია ბოდბისხევში
"ან როგორ უნდა ეცხოვრა, იმისთანა გოგო მოკლა" - საზარელი ტრაგედია ბოდბისხევში

მო­რი­გი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა, მსხვერ­პლი ისევ ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მელ­საც 2 წლის შვი­ლი დარ­ჩა. თავი მო­იკ­ლა მკვლელ­მაც... ტრა­გე­დია სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში 19 მარტს მოხ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 27 წლის ქალი ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მოკ­ლა, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ვი­თა­რე­ბა სხვაგ­ვა­რად იყო. შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 36 წლის გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა ლალი ბა­ლი­აშ­ვი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი ჩა­მო­იხ­რჩო. მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვინ ლა­პა­რა­კობს. რო­გორც გა­ირ­კვა, ლალი ბა­ლი­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვი­სა და გაწ­ვე­ვის სამ­სა­ხურ­ში გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ.

ლალი მე­უ­ღელს 2 წე­ლია რაც და­შორ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ვა­სილ ფხო­ვე­ლიშ­ვი­ლი სიღ­ნა­ღის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია. წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­სულ წელს გან­ქორ­წინ­და. რო­გორც კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი, ახ­ლობ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ბოლო ხანს ყო­ფი­ლი ქმა­რი ლა­ლის არა­ერ­თხელ და­ე­მუქ­რა ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, ასე­ვე ბავ­შვის წარ­თმე­ვით, რის გა­მოც 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში ლალი ბა­ლი­აშ­ვილ­მა სიღ­ნა­ღის პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. ამა­ვე წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქა­ლის და­სა­ცა­ვად შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­მო­წე­რეს, რაც ლალი ბა­ლი­აშ­ვილ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის უმოქ­მე­დო­ბის თა­ო­ბა­ზე შსს-ს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას მი­მარ­თა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლალი ბა­ლი­აშ­ვილს უც­ნო­ბე­ბი ტე­ლე­ფონ­ზე ურე­კავ­დნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ან როგორ უნდა ეცხოვრა, იმისთანა გოგო მოკლა" - საზარელი ტრაგედია ბოდბისხევში

"ან როგორ უნდა ეცხოვრა, იმისთანა გოგო მოკლა" - საზარელი ტრაგედია ბოდბისხევში

მორიგი საზარელი მკვლელობა, მსხვერპლი ისევ ახალგაზრდა ქალია, რომელსაც 2 წლის შვილი დარჩა. თავი მოიკლა მკვლელმაც... ტრაგედია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში 19 მარტს მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ვითარება სხვაგვარად იყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, 36 წლის გიორგი გელაშვილმა ლალი ბალიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. მკვლელობის მოტივზე ოფიციალურად არავინ ლაპარაკობს. როგორც გაირკვა, ლალი ბალიაშვილი და გიორგი გელაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში გარკვეული დროის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ.

ლალი მეუღელს 2 წელია რაც დაშორდა. როგორც ირკვევა, მისი ყოფილი მეუღლე ვასილ ფხოველიშვილი სიღნაღის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. წყვილი ოფიციალურად გასულ წელს განქორწინდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ხანს ყოფილი ქმარი ლალის არაერთხელ დაემუქრა ანგარიშსწორებით, ასევე ბავშვის წართმევით, რის გამოც 2014 წლის დეკემბერში ლალი ბალიაშვილმა სიღნაღის პოლიციას მიმართა. ამავე წყაროს ინფორმაციით, რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ქალის დასაცავად შემაკავებელი ორდერი მხოლოდ მას შემდეგ გამოწერეს, რაც ლალი ბალიაშვილმა ადგილობრივი პოლიციის უმოქმედობის თაობაზე შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ლალი ბალიაშვილს უცნობები ტელეფონზე ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ