კიდევ ერთი მკვლელობა კახეთში - სოფელ გურჯაანში 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს

კიდევ ერთი მკვლელობა კახეთში - სოფელ გურჯაანში 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს

კახეთში კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა. სოფელ გურჯაანში 26 წლის გია ჩუგოშვილმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად თანასოფლელს, 25 წლის ჯაბა ელიზბარაშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მკვლელობის ფაქტზე გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. უცნობია მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია თუ არა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, 19 მარტს მკვლელობა მოხდა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევშიც. 36 წლის გოგიტა გელაშვილმა 27 წლის ლალი ბალიაშვილი მოკლა, რის შემდეგაც თავი ჩამოიხრჩო.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია