ავტორი:

ტყიბულში დედას 7 წლის გარდაცვლილი ბავშვის დაკრძალვის თანხა არ აქვს

ტყიბულში დედას 7 წლის გარდაცვლილი ბავშვის დაკრძალვის თანხა არ აქვს

ტყიბულში 7 წლის ბავშვი დაიღუპა. გარდაცვლილის დედისა და დეიდის თქმით, სახლში მისვლისას ბავშვი საწოლზე უგონო მდგომარეობაში დახვდათ, რის შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს. დედის თქმით, გარდაცვლილი მისი ერთადერთი შვილია და ის ეპილეფსიით იყო დაავადებული.

როდესაც დედამ ბავშვი მოიყვანა, ის უკვე გარდაცვლილი იყო, - აცხადებენ საავადმყოფოში. მათი თქმით, ბავშვის ცხედარი პოლიციამ ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანა, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა და გარდაცვალების მიზეზი უახლოეს მომავალში დადგინდება.

ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და დაკრძალვის თანხებიც არ აქვთ. როგორც მშობლებმა თქვეს, სასახლის შეძენა შეძლეს და ბავშვს შაბათს დაკრძალავენ.

გარდაცვლილი 7 წლის დათო ანდრიხაევის დედა, მის დასთან და 5 შვილთან ერთად ძველ შენობაში, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია