სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კარგად იცით, რომ სპეცრაზმები და ჯარი თქვენს მთავრობას აღარ ემორჩილება" - თათუხაშვილის წერილი პრემიერს
"კარგად იცით, რომ სპეცრაზმები და ჯარი თქვენს მთავრობას აღარ ემორჩილება" - თათუხაშვილის წერილი პრემიერს

გოგა ხა­ჩი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი, ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი სარ­და­ლი გოგი თა­თუ­ხაშ­ვი­ლის წე­რილს ავ­რცე­ლებს, რომ­ლის ად­რე­სა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლია.

"გოგი თა­თუ­ხაშ­ვი­ლი:

"დიახ, ზუს­ტად შენ - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლო, და შენ­ნა­ი­რი მუ­წუ­კე­ბი ოცი წლის მან­ძილ­ზე ან­გრევთ ქარ­თულ ჯარს. თქვენ ხომ ერთი დღეც კი არ გიმ­სა­ხუ­რი­ათ ჯარ­ში, არ მო­გიხ­დი­ათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხე­დო სამ­სა­ხუ­რი, არ გიბ­რძო­ლი­ათ სამ­შობ­ლო­სათ­ვის. თქვენ მხო­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ვნი­სას ხდე­ბით "პა­ტა­რა ნა­პო­ლე­ო­ნე­ბი"! მა­შინ გახ­სენ­დე­ბათ სამ­შობ­ლო, აფხა­ზე­თი, სა­მა­ჩაბ­ლო. რო­დე­საც გი­ჭირთ და არ­ჩევ­ნე­ბის წინ გახ­სენ­დე­ბათ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის­კა­ცე­ბი, ომის ვე­ტე­რა­ნე­ბი, და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

მე­სა­მე წე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხართ და ერთხე­ლაც არ მი­გი­ლო­ცი­ათ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი­სათ­ვის სამ­სა­ხუ­რის და­არ­სე­ბის დღე. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე და­კი­თხვებ­ზე და­ა­ტა­რებთ, იჭერთ, ანად­გუ­რებთ, ხო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის­კა­ცებს. ეწე­ვით მათ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბით ცდი­ლობთ მო­უს­პოთ ქარ­თველ პატ­რი­ო­ტებს ჯარ­ში მსა­ხუ­რის, სამ­შობ­ლოს დაც­ვის სურ­ვი­ლი! თქვენ თით­ქმის შე­ას­რუ­ლეთ რუ­სე­თის მიერ და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნა. კარ­გად იცით გან­წყო­ბა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში, ბევ­რს აღარ უნდა მსა­ხუ­რი. გი­ლო­ცავთ, ბა­ტო­ნე­ბო, თქვენ ეს თით­ქმის მო­ა­ხერ­ხეთ!

ეხლა გა­გახ­სენ­დათ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის­კა­ცე­ბი? უკვე გა­კან­კა­ლებთ მო­სა­ლოდ­ნელ აღ­სას­რულ­ზე? რო­დე­საც მო­ახ­ლოვ­და 21 მარ­ტი და გჭირ­დე­ბათ სპეც­რაზ­მე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა. ჯილ­დო­ე­ბი­თა და პრე­მი­ე­ბით ვერ მოქ­რთა­მავ მათ!

არც გაგ­ხსე­ნე­ბი­ათ, იმი­ტომ რომ არ გჭირ­დე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი. 15 მარ­ტი არ­ტი­ლე­რი­ი­სათ­ვის არ მი­გი­ლო­ცი­ათ! არც 16 მარ­ტი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სათ­ვის!

მო­ი­გო­ნეთ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის და­ბა­დე­ბის დღე 17 მარ­ტია. ამას ვინ ჭამს, დაგ­ცი­ნი­ან ჯა­რის­კა­ცე­ბი. ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის შექ­მნის თა­რი­ღი 2005 წლის იან­ვა­რია.

წლის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც რე­ა­ლუ­რად ათი წლის­თა­ვი იყო, არ გე­ცა­ლათ, სპეც­რაზ­მე­ლე­ბის და­ჭე­რე­ბით იყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი. ცნო­ბი­სათ­ვის, 2004 წლის ბო­ლოს და­შა­ლეს ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბი და მის ბა­ზა­ზე 2005 წლის იან­ვრის და­სა­წყი­სი­დან და­არ­სდა გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა სამ­სა­ხუ­რი.

თქვე­ნი პარ­პა­შის და­სას­რუ­ლი ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ­ნე­ბა. ამი­ტომ კი­დევ ცოტა ხანი მო­გი­წევთ ყა­სი­დად ეფე­როთ სპეც­რაზ­მე­ლებს. ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რომ სპეც­რაზ­მე­ბი და ჯარი თქვენს მთავ­რო­ბას აღარ ემორ­ჩი­ლე­ბა. გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ხელ­ფა­სე­ბი­სა და კრე­დი­ტე­ბის ბორ­კი­ლე­ბით.

ისიც კარ­გად იცით, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მზა­ო­ბის დროს, მე აღ­მოვ­ჩნდე­ბი მათ გვერ­დით და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ სპეც­რაზ­მე­ბი და ჯარი იდ­გეს ხალ­ხის გვერ­დით. რო­გორც ეს მოხ­და 2003 წელს თბი­ლის­ში და 2004 წელს აჭა­რა­ში !

ეს სა­ერ­თოდ ! რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბას :

-შენ ის ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არა ხარ შარ­შან ჩა­მოხ­ვე­დი თუ არა ამე­რი­კი­დან ჩემი შვი­ლი მა­ლე­ვე რომ მო­ი­ნა­ხუ­ლე გა­ტა­ცე­ბის ად­გი­ლას?

-შენ არ გა­ე­ცი ბრძა­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი აღი­ა­რე­ბა?

-პი­რა­დად შენ არ გა­ე­ცი გან­კარ­გუ­ლე­ბა შალ­ვას და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე?

ამ და სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა მო­გი­წევს შენს ბი­ძი­კოს­თან ერ­თად !", - ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"კარგად იცით, რომ სპეცრაზმები და ჯარი თქვენს მთავრობას აღარ ემორჩილება" - თათუხაშვილის წერილი პრემიერს

"კარგად იცით, რომ სპეცრაზმები და ჯარი თქვენს მთავრობას აღარ ემორჩილება" - თათუხაშვილის წერილი პრემიერს

გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" გვერდზე, გენერალ-ლეიტენანტი, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილის წერილს ავრცელებს, რომლის ადრესატი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.

"გოგი თათუხაშვილი:

"დიახ, ზუსტად შენ - ირაკლი ღარიბაშვილო, და შენნაირი მუწუკები ოცი წლის მანძილზე ანგრევთ ქართულ ჯარს. თქვენ ხომ ერთი დღეც კი არ გიმსახურიათ ჯარში, არ მოგიხდიათ სავალდებულო სამხედო სამსახური, არ გიბრძოლიათ სამშობლოსათვის. თქვენ მხოლოდ თანამდებობებზე დანიშვნისას ხდებით "პატარა ნაპოლეონები''! მაშინ გახსენდებათ სამშობლო, აფხაზეთი, სამაჩაბლო. როდესაც გიჭირთ და არჩევნების წინ გახსენდებათ სპეცრაზმელები, საქართველოს ჯარისკაცები, ომის ვეტერანები, დაღუპული გმირები და მათი ოჯახის წევრები.

მესამე წელია ხელისუფლებაში ხართ და ერთხელაც არ მიგილოციათ სპეცრაზმელებისათვის სამსახურის დაარსების დღე. ამ დროის მანძილზე დაკითხვებზე დაატარებთ, იჭერთ, ანადგურებთ, ხოცავთ საქართველოს ჯარისკაცებს. ეწევით მათ დისკრედიტაციას. რუსეთის დავალებით ცდილობთ მოუსპოთ ქართველ პატრიოტებს ჯარში მსახურის, სამშობლოს დაცვის სურვილი! თქვენ თითქმის შეასრულეთ რუსეთის მიერ დასახული ამოცანა. კარგად იცით განწყობა ძალოვან სტრუქტურებში, ბევრს აღარ უნდა მსახური. გილოცავთ, ბატონებო, თქვენ ეს თითქმის მოახერხეთ!

ეხლა გაგახსენდათ სპეცრაზმელები, საქართველოს ჯარისკაცები? უკვე გაკანკალებთ მოსალოდნელ აღსასრულზე? როდესაც მოახლოვდა 21 მარტი და გჭირდებათ სპეცრაზმების კეთილგანწყობა. ჯილდოებითა და პრემიებით ვერ მოქრთამავ მათ!

არც გაგხსენებიათ, იმიტომ რომ არ გჭირდებათ, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღესასწაულები. 15 მარტი არტილერიისათვის არ მიგილოციათ! არც 16 მარტი შეიარაღებული ძალებისათვის!

მოიგონეთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაბადების დღე 17 მარტია. ამას ვინ ჭამს, დაგცინიან ჯარისკაცები. ყველას კარგად ახსოვს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შექმნის თარიღი 2005 წლის იანვარია.

წლის დასაწყისში, როდესაც რეალურად ათი წლისთავი იყო, არ გეცალათ, სპეცრაზმელების დაჭერებით იყავით დაკავებული. ცნობისათვის, 2004 წლის ბოლოს დაშალეს შინაგანი ჯარები და მის ბაზაზე 2005 წლის იანვრის დასაწყისიდან დაარსდა განსაკუთრებულ დავალებათა სამსახური.

თქვენი პარპაშის დასასრული ცოტა მოგვიანებით იქნება. ამიტომ კიდევ ცოტა ხანი მოგიწევთ ყასიდად ეფეროთ სპეცრაზმელებს. ძალიან კარგად იცით, რომ სპეცრაზმები და ჯარი თქვენს მთავრობას აღარ ემორჩილება. გაჩერებულები არიან ხელფასებისა და კრედიტების ბორკილებით.

ისიც კარგად იცით, რომ ქართველი ხალხის მზაობის დროს, მე აღმოვჩნდები მათ გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სპეცრაზმები და ჯარი იდგეს ხალხის გვერდით. როგორც ეს მოხდა 2003 წელს თბილისში და 2004 წელს აჭარაში !

ეს საერთოდ ! რაც შეეხება ჩემი შვილის მკვლელობას :

-შენ ის ღარიბაშვილი არა ხარ შარშან ჩამოხვედი თუ არა ამერიკიდან ჩემი შვილი მალევე რომ მოინახულე გატაცების ადგილას?

-შენ არ გაეცი ბრძანება ნებისმიერი ფორმით მოეპოვებინათ თქვენთვის სასურველი აღიარება?

-პირადად შენ არ გაეცი განკარგულება შალვას და მისი ოჯახის წევრების განადგურებაზე?

ამ და სხვა დანაშაულებზე პასუხის გაცემა მოგიწევს შენს ბიძიკოსთან ერთად !", - ნათქვამია მიმართვაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია