სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
22 დაღუპული და 50-მდე დაჭრილი - ტუნისში, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის უახლესი ინფორმაცია
22  დაღუპული და 50-მდე დაჭრილი - ტუნისში, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის უახლესი ინფორმაცია

ტუ­ნის­ში, ბარ­დოს მუ­ზე­უმ­ში მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად, და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი და 50-მდე დაჭ­რი­ლი. ამის შე­სა­ხებ უცხო­უ­რი მე­დია ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­არ­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

მა­ნამ­დე, რეს­პუბ­ლი­კის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა ჰა­ბიბ ეს-სიდ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 19 და­ღუ­პუ­ლის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­თა­გან 17 ტუ­რის­ტია. მისი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან გერ­მა­ნი­ის, იტა­ლი­ის, პო­ლო­ნე­თი­სა და ეს­პა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ორი მოკ­ლუ­ლი კი ტუ­ნი­სე­ლია.

მუ­ზე­უმ­ში ორი "ბო­ე­ვი­კია" ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებ­ში 5 "ბო­ე­ვი­კი" მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­თა­გან სამ­მა მი­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხა. პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა მო­სახ­ლე­ო­ბას ტე­რო­რიზ­მის აღ­მო­ფხვრის მო­წო­დე­ბით მი­მარ­თა. პრე­ზი­დენ­ტმა ბეჟი კა­იდ­მა კი პი­რო­ბა დადო, რომ ახა­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი თა­ვი­დან იქ­ნე­ბა აცი­ლე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

22 დაღუპული და 50-მდე დაჭრილი - ტუნისში, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის უახლესი ინფორმაცია

22  დაღუპული და 50-მდე დაჭრილი - ტუნისში, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის უახლესი ინფორმაცია

ტუნისში, ბარდოს მუზეუმში მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად, დაზუსტებული ინფორმაციით, 22 ადამიანია დაღუპული და 50-მდე დაჭრილი. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივი ტელეარხის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე, რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ჰაბიბ ეს-სიდმა პრესკონფერენციაზე 19 დაღუპულის შესახებ განაცხადა, რომელთაგან 17 ტურისტია. მისი მონაცემებით, დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესპანეთის მოქალაქეები. ორი მოკლული კი ტუნისელია.

მუზეუმში ორი "ბოევიკია" ლიკვიდირებული. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ დღევანდელ მოვლენებში 5 "ბოევიკი" მონაწილეობდა, რომელთაგან სამმა მიმალვა მოახერხა. პრემიერმინისტრმა მოსახლეობას ტერორიზმის აღმოფხვრის მოწოდებით მიმართა. პრეზიდენტმა ბეჟი კაიდმა კი პირობა დადო, რომ ახალი შეტაკებები თავიდან იქნება აცილებული.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა