ბიტნი სპირსის პოპულარობა ძალიან ადრეულ პერიოდში დაიწყო. ის, ფაქტობრივად, მსმენელის თვალწინ გაიზარდა. 13 წლის ასაკში მომღერალი უკვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო მსოფლიოში.
მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ათწლეულის პერიოდში იგი იქცა მეინსტრიმული პოპულარული მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად, რასაც მოჰყვა საჯაროდ გამოტანილი პირადი ცხოვრების დეტალებიც.
მისმა პირველმა ორმა ალბომმა პოპ-კერპად აქცია და გაყიდვების რეკორდებიც დაამყარა, ხოლო სიმღერები "Baby One More Time" და "Oops!... I Did It Again" საერთაშორისო #1 ჰიტებად იქცა. სპირსს მიაწერენ 1990-იანი წლების ბოლოს თინეიჯერული პოპის აღორძინებას. 20 წლის ასაკამდე იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მოზარდ შემსრულებლად იქცა, რამაც "პოპ-პრინცესის" სტატუსიც შესძინა.
კარიერის დასაწყისში ბრიტნი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფოტოსესიებშიც, თუმცა ზოგიერთი მათგანი, რიგი მიზეზების გამო, დღემდე არ გამოქვეყნებულა...