სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
''ალი და ნინო'' - ძვირადღირებული პროექტი, რომელსაც ალიევის ქალიშვილი პატრონობს
''ალი და ნინო'' - ძვირადღირებული პროექტი, რომელსაც ალიევის ქალიშვილი პატრონობს

რო­გორც ადრე ვყვე­ბო­დით, ყურ­ბან სა­ი­დის გახ­მა­უ­რე­ბულ რო­მანს "ალი და ნინო" კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფებ­მა დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეს, იყო რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ჰო­ლი­ვუდ­ში, ბო­ლოს კი თურ­ქებ­მა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა "ივაჟ­კა­ცეს" და პრო­ექ­ტის სახე მის­ცეს. სულ ცოტა ხნის წინ კი გა­და­ღე­ბე­ბიც და­ი­წყო.

"აღ­მო­სავ­ლურ რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტად" წო­დე­ბულ მაჰ­მა­დი­ა­ნი ალი­სა და ქარ­თვე­ლი ნი­ნოს სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს ეკ­რან­ზე გა­და­ი­ტა­ნენ. გა­და­ღე­ბე­ბი მად­რიდ­სა და ბა­ქო­შია და­გეგ­მი­ლი. ფილ­მის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რი ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის ფონ­დის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ე­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი ლე­ი­ლა ალი­ე­ვაა.

სცე­ნა­რი ბრი­ტა­ნელ­მა მწე­რალ­მა და რე­ჟი­სორ­მა, ოს­კა­რო­სან­მა კრის­ტო­ფერ ჰემპტონ­მა და­წე­რა, პრო­დი­უ­სე­რი კრის ტი­კი­ეა, მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი - აზიფ კა­პა­დი. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი ბრი­ტა­ნულ კომ­პა­ნი­ას ეკუთ­ვნის, კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი კი "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბის" დი­ზა­ი­ნე­რი მი­შელ კლეპ­ტო­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვარ გმი­რებს - აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ალი­სა და ქარ­თველ ნი­ნოს. ამ უკა­ნას­კნე­ლის როლ­ზე არც კი უძებ­ნი­ათ ქარ­თვე­ლი კან­დი­და­ტუ­რა, სა­ბო­ლო­ოდ ეს­პა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი მა­რია ვალ­ვერ­დე და­ამ­ტკი­ცეს, ცნო­ბი­ლი ფილ­მის "ცი­დან სამ მეტრზე" მო­ნა­წი­ლე. მა­რია თა­ნა­მედ­რო­ვე ეს­პა­ნუ­რი კი­ნოს ერთ-ერთ ამო­მა­ვალ ვარ­სკვლა­ვად მი­იჩ­ნე­ვა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

''ალი და ნინო'' - ძვირადღირებული პროექტი, რომელსაც ალიევის ქალიშვილი პატრონობს

''ალი და ნინო'' - ძვირადღირებული პროექტი, რომელსაც ალიევის ქალიშვილი პატრონობს

როგორც ადრე ვყვებოდით, ყურბან საიდის გახმაურებულ რომანს ''ალი და ნინო'' კინემატოგრაფებმა დიდი ყურადღება მიაქციეს, იყო რამდენიმე სერიოზული ინიციატივა ჰოლივუდში, ბოლოს კი თურქებმა და აზერბაიჯანელებმა ''ივაჟკაცეს'' და პროექტის სახე მისცეს. სულ ცოტა ხნის წინ კი გადაღებებიც დაიწყო.

''აღმოსავლურ რომეო და ჯულიეტად'' წოდებულ მაჰმადიანი ალისა და ქართველი ნინოს სიყვარულის ამბავს ეკრანზე გადაიტანენ. გადაღებები მადრიდსა და ბაქოშია დაგეგმილი. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქალიშვილი ლეილა ალიევაა.

სცენარი ბრიტანელმა მწერალმა და რეჟისორმა, ოსკაროსანმა კრისტოფერ ჰემპტონმა დაწერა, პროდიუსერი კრის ტიკიეა, მთავარი რეჟისორი - აზიფ კაპადი. საავტორო უფლებები ბრიტანულ კომპანიას ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი კი ''სამეფო კარის თამაშების'' დიზაინერი მიშელ კლეპტონია.

რაც შეეხება მთავარ გმირებს - აზერბაიჯანელ ალისა და ქართველ ნინოს. ამ უკანასკნელის როლზე არც კი უძებნიათ ქართველი კანდიდატურა, საბოლოოდ ესპანელი მსახიობი მარია ვალვერდე დაამტკიცეს, ცნობილი ფილმის ''ციდან სამ მეტრზე'' მონაწილე. მარია თანამედროვე ესპანური კინოს ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება