მსახიობი ია ფარულა "ფეისბუქის" გვერდზე სურათს აქვეყნებს, სადაც იგი ჯონი დეპთან ერთადაა ასახული. ფარულავას თქმით, ფილმის სინჯებზე მასთან ერთად, ჯერ კიდევ უცნობი ჯენიფერ ლოპესი და სელმა ჰაიეკიც იმყოფებოდნენ.
"მე აქ ვარსკვლავი ვიყავი და იქ ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო და თან მესამე, აქცენტიანი ქალების როლები არ იყო. ჩემთან ერთად სინჯებზე ჯენიფერ ლოპესი და სელმა ჰაიეკი დგანან, სანამ ვარსკვლავები გახდებოდნენ", - წერს ია.
დღემდე საჯაროდ ცნობილი იყო ფარულავასა და რობერტ დე ნიროს შეხვედრა, რომელიც იას თქმით, 1987 წელს მოსკოვში შედგა.