პოლიტიკური "დურაკა" - ვის გაჭრის "კაროლი" ანუ ვინ ითამაშებს პარტიას ბოლომდე

პოლიტიკური "დურაკა" - ვის გაჭრის "კაროლი" ანუ ვინ ითამაშებს პარტიას ბოლომდე

ახალი საარჩევნო ციკლის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, პოლ­ი­ტიკური პროცესებიც წინასა­არჩევნო მზადების რეჟიმში ნელ-ნელა გადავა. ასეა თუ ისე, წარმატების მისაღწევად როგორც სახელისუფლებო ძალას, ასევე ოპოზიციურ ფლანგზე­ მყოფ პოლიტიკურ პარტიებს, მოუწევთ მნიშვნელოვანი გადახალისება და გადაჯგუფება. იწყება პოლიტიკური ბანქოს ახალი პარტია.

კულუარულად უკვე არაერთი სავარაუდო ალიანსი განიხილება.­

ვარაუდობენ, რომ ეს ჯგუფი პოლიტიკური ალიანსის შექმნას შეეცდება ალასანიას "თავისუფალ­ დემოკრატებთან", რომლებიც შეს­ა­ძლოა პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო გაერთიანდნენ. გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- სავარაუდოდ, "ნაციონა­ლური მოძრაობა" შექმნის ალი­ანსს ისეთ ფიგურებსა და ძალებთან, როგორიც არიან გია თორთლაძე, პაატა დავითაია, ედპ და "ახალი მემარჯვენეები".­ ეს სჭირდება იმისთვის, დასავლ­ელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ მას მხარს უჭერს სხვადასხვა პოლიტიკური­ ძალა, თუმცა, კარგად ვიცით, რომ ისინი ძალიან მცირერიცხოვანი არიან და არანაირი გავლენა არა აქვთ. სამწუხაროა, რომ "ახალი მემარჯვენეები", რომელიც თავის დროზე კარგი სასტარტო მდგომარეობის პარტია იყო, დღეს ასეთ მდგომარეობაშია. ბოლო ხანს ხშირად ისმის კითხვა: რას იზამენ "თავისუფალი დემოკრატები", შევლენ თუ –არა "ნაციონ­ა­ლურ მოძრაობასთან" ალიანსში?­ ჩემი აზრით, "თავისუფალი დემოკრატები" შეიძლება მარგველაშვილის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ. "ნაცმოძ­რაობასთან" თანამშრომლობით ისინი ბევრ მხარდამჭერს დაკარგა­ვენ, მათ შორის - რეგიონებში. ეს­ კარგად იციან პარტიაში, თანაც პარტიის მთავარ კომ­იტეტში არის რამ­დენიმე­ ფიგურა, რომლებიც­ "ნაცმოძრაობასთან" აბსოლუტურად­ შეურიგებელნი არიან.

არ გამოვ­რიცხავ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" ითანამშ­რომლონ იმ ჯგუფთან, რომელიც ჯერ არ გააქ­ტიურებულა, თუმცა, როგორც ვიცი, აპირებს. ვგულისხმობ ნიკა რურუასა­ და მათ, ვინც წინა ხელისუფლების წევრები კი იყვნენ, მაგრამ საზოგადოება მათ ნაკლებად უკავშირებს "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებს.

ერთადერთი, რურუას ხშირად უკიჟინებენ "მხედრიონულ" წარსულს. ასეთ კონფიგურაციას არ გამოვრიცხავ.

შესაძლოა, ამგვარი ალიანსი პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო­ ჩამოყალიბდეს.

რამდენად ეფექტიანი იქნება­ ასეთი გაერთიანება, ვერ გეტყვით, ვფიქრობ, ის უპირველესად "ნაცმოძრაობას" გაუყოფს ხმებს...

- მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე რა კონფიგურაციით წავა მმართველი კოალიცია?

- დღევანდელ "ქართული­ ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციაში მუშაობს 20-25 კაცი, დანარჩენები კი საკუთარი კეთილ­დღეობის მოწყობით არიან დაკავებული. 2012 წლის არჩევნებისთვის სიებს ადგენდნენ ნაუცბადე­ვად, ფორსმაჟორულ­ ვითარებაში, ხშირად ტერორის თანხლებით. შედეგად, ბევრი ღირსეული­ მოქალაქე მოხვდა პარლამენტში,­ მაგ­რამ ბევრი ისეთიც გაძვრა, რო­მელთა ადგილი იქ ნამდვილ­ად­ არ არის. ვიცი, რომ პარტია "ქართული ოცნების"”ხელმძღვანე­ლობა ცდილობს, რაც შეიძლება­ მეტი პროფესი­ონალი მიიზიდოს, ბევრზე, ვინც დღეს პარლამენტშია, მომავალი არჩევნებისთვის ფსონის დადებას­ აღარ აპირებენ...

- კოალიცია ერთიანობას შეინარჩუნებს?

- დღეს აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელები­ ემზადებიან, რომ მომავალ საპარ­ლამენტო არჩევნებზე მარტო წავიდნენ, თუმცა, არჩევნების მოახ­ლოების ჟამს ეს გადაწყვეტილ­ება შეიძლება შეიცვალოს. გასათვ­ალისწინებელია, არჩევნებამდე­ ეს პარტია როგორ მოახერხებს­ პარტიული სტრუქტურის­ დალაგებას... კოალიციის და­ნ­არ­ჩენ პარტიებს,­ მაგალითად, "ეროვნულ ფო­რუმს", "მრეწველებს", კონსერვატორებს, კოალიციაში ყოფნის გარდა, სხვა შანსი არა აქვთ. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, შეეცდება ბოლო მომენტამდე­ კოალიცი­აში დარჩეს. თუ გავა, დაკარგავს პარლა­მე­ნტის თავმჯდომარის პოსტს, რაც ნამდვილად არ უნდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რეგი­ო­­ნებ­ში რესპუბლიკელების გავ­ლენა 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდისგან განსხვავებით გაიზარდა, ეს მაინც არ არის ის პარტია, რომელსაც შეუძლია დამ­ოუკიდებლად მიაღწიოს შედეგს. ისინი ტრადიციულად, ვიღაცასთან­ არიან ალიანსში. ჯერ ვერ ვხედავ წინა პირობას, რომ რესპუბლიკელები გაემიჯნონ კოალიციას და შევიდნენ ალიანსში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან "თავისუფალ დემოკრატე­ბთან".

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა