სკანდალური კადრების ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელშიც მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, დააწინაურეს?

სკანდალური კადრების ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელშიც მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, დააწინაურეს?

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ნიკა შარაძე, რომელიც "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში სოდ-სა და კუდ-ში მუშაობდა, და რომელიც ერთ-ერთი მონაწილეა ცნობილ სკანდალურ კადრებში, სადაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, ახალი ხელისუფლების პირობებში დააწინაურეს. ამის შესახებ ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" იტყობინება.

"ეს ვიდეო ალბათ ყველას გახსოვთ. საქმე რომ დღემდე არ აღძრეს და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციასთვიის გამოიყენეს ( როგორც ყველა სხვა დანარჩენი), მაგრამ ეს სხვა თემაა. 0:22 ზე ბიჭს დაინახავთ. ერეკლე კოდუასთან ერთად არის ამ ვიდეოში (მასთან მუშაობდა, მერე კუდში). არის ნიკა შარაძე, რომელიც აგერ ამ წამს დანიშნეს სუსის უფროსის მადგილედ. ვიმეორებ სუსის უფროსის მოადგილედ. გმადლობთ ყურადღებისთვის!", - წერს ჟორჟოლიანი.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია