წერილი რეგიონიდან - "შეყვარებულთან ვირტუალური სექსი მქონდა და ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა''

წერილი რეგიონიდან - "შეყვარებულთან ვირტუალური სექსი მქონდა და ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა''

თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი საიტი ადამიანებს საშუალებას აძლევს თავისი გასაჭირი ან გულისტკივილი გაუზიაროს ხალხს. გუშინ საღამოს "რეიტინგის" სოციალური ქსელის გვრედზე წერილი მოგვივიდა. ავტორის თხოვნით, გაგაცნობთ მის შინაარსს:

"ვიცი ყველანი გამკიცხავთ, მაგრამ თავს ვალდებულადაც კი ვთლი, რომ ჩემი ტრაგედია გაგიზიაროთ. ალბათ მსგავსი წერილი, თავის დროზე მეც რომ წამეკითხა, იმ შეცდომას არ დავუშვებდი და ცხოვრებაც არ ამერეოდა. წარმოშობით რაიონიდან ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში არ ჩამიბარებია, ოჯახს საშუალება არ ჰქონდა რომ ფინანსურად დამხმარებოდა. სოფლელი გოგონები ქალაქელებივით გამოცდილები არ ვართ...

ეს ერთ-ერთი ის გასასამართლებელი საბუთია, რომლითაც თავს ვინუგეშებ. დედას სახლის საქმეებსა და კერვაში ვეხმარებოდი. არასდროს დაუწუწუნია ცუდი შვილი მყავსო. (ახლა კი გამუდმებით საყვედურებით მავსებს და მლანძღავს. მართალია სხვას არ ასმენინებს, მაგრამ ოთახში მარტო რომ ვრჩებით, ცოცხლად მჭამს, ეს ვინ გამიზრდიაო...)

ერთხელ ჩვენს მეზობლებს, შვინდაძეებს, თბილისიდან ნათესავი ეწვიათ. ბერიკას, ჩემი თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის, თანატოლი იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე თაზო ერქვა. მეორე დღეს ეზოს ვგვიდი, როცა ბერიკამ დამიძახა:

- მარეხ, მოდი აქ.

- რა გინდა?

- ჩემი ნათესავი, თაზო, უნდა გაგაცნო.

- საქმეს დავამთავრებ და მოვალ...

- არა, ახლა მოდი! მერე საბანაოდ მივიდვართ. შენც ხომ არ წამოხვალ?

- ხომ იცი, დედა არ გამომიშვებს...

- მოატყუე, ვითომ გოგონებთან მიდიხარ...

- არ ვაპირებ ტყუილის თქმას.

თაზო ღობეს რომ დაეყრდნო და მისი მწვანე თვალები შემომანათა, სუნთქვა შემეკვრა. მივხვდი, რომ ერთი წუთის დაკარგვაც არ მსურდა, მასთან სიახლოვისთის ნებისმიერი შანსი უნდა გამომეყენებინა. ოჯახში ვიცრუე და ტბასთან გავყევი ბიჭებს.

სოფელში ჭორაობა რომ არ დაეწყოთ, მე და თაზო დილას იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს და მისალმებით შემოვიფარგლებოდით. ღამით კი გათენებამდე ვმესიჯობდით. ხანდახან ჩემს ოთახშიც იპარებოდა. თავიდან მეშინოდა დედამ არ გაიღვიძოს-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე. "ჩვენს კოკას წყალი სულ მოჰქონდა."

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს