სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვანუატუში დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია
ვანუატუში დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია

ვა­ნუ­ა­ტუ­ში ძლი­ე­რი ციკ­ლო­ნის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 24-ს მი­აღ­წია. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" იტყო­ბი­ნე­ბა. ძლი­ერ­მა შტორმ­მა, რო­მელ­საც მე­ხუ­თე კა­ტე­გო­რია მი­ა­ნი­ჭეს , სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, სკო­ლე­ბი და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც, მათ შო­რის სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და წყლის მი­ლე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას სას­წრა­ფოდ საკ­ვე­ბი და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი სჭირ­დე­ბა. და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი დრო­ე­ბით თავ­შე­საფ­რებს ითხოვს.

ვა­ნუ­ა­ტუს მო­სახ­ლე­ო­ბას ავ­სტრა­ლია, ახა­ლი ზე­ლან­დია და დიდი ბრი­ტა­ნე­თი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას უგ­ზავ­ნის. ციკ­ლო­ნი "პამი" ვა­ნუ­ა­ტუს გა­სულ კვი­რას და­ა­ტყდა თავს. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ძლი­ერ­მა შტორმ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­შე­ნე­ბი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მი­წას­თან გა­ას­წო­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვანუატუში დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია

ვანუატუში დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია

ვანუატუში ძლიერი ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. ძლიერმა შტორმმა, რომელსაც მეხუთე კატეგორია მიანიჭეს , საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. დაზიანებულია სხვა ინფრასტრუქტურაც, მათ შორის სატელეკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზები და წყლის მილები. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას სასწრაფოდ საკვები და პირველადი მოხმარების საგნები სჭირდება. დაზარალებულთა დიდი ნაწილი დროებით თავშესაფრებს ითხოვს.

ვანუატუს მოსახლეობას ავსტრალია, ახალი ზელანდია და დიდი ბრიტანეთი ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის. ციკლონი "პამი" ვანუატუს გასულ კვირას დაატყდა თავს. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ძლიერმა შტორმმა წლების განმავლობაში ნაშენები ინფრასტრუქტურა მიწასთან გაასწორა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა