სანდრო მიკუჩაძე დანგრეულ ოჯახსა და თამუნა მუსერიძესთან ურთიერთობაზე

სანდრო მიკუჩაძე დანგრეულ ოჯახსა და თამუნა მუსერიძესთან ურთიერთობაზე

მსახიობი სანდრო მიკუჩაძე ცოტა ხნის წინ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გამოჩნდა. მისი გმირი ძველი ბიჭია და ცდილობს, პოლიტიკაში დაიმკვიდროს ადგილი. რამდენად მოახერხებს ამ ერთი შეხედვით შეუსრულებელი მისიის შესრულებას, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ. სანდროს ახალ გმირსა და პირად ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

- ძალიან გამიხარდა, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' რომ მიმიწვიეს. პირველად რამდენიმე წლის წინ ვითამაშე სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან''. მაშინ პირველად გამოვჩნდი სატელევიზიო სფეროში. ამ სერიალშიც რომ აღმოვჩნდი, ძალიან გამიხარდა. სერიალებში რატომღაც მოძველბიჭო გმირების თამაში დამებედა. ახლა მინდა, ცოტა სხვა ხაზით წავიყვანო ჩემი გმირი და ძველი ბიჭის სტერეოტიპი დავარღვიო. სერიალში მუშაობა საინტერესოდ მიმდინარეობს. მგონია, რომ ჩემი და დათუნა გოცირიძის გმირები კოალიციისთვის საჭირო ტიპები არიან და კიდევ დიდხანს ვიქნებით პროექტში.

- როგორც ვიცი, რუსთაველის თეატრში აქტიურად ხარ დაკავებული?

- თეატრში საკმაოდ დაძაბული მუშაობა მიმდინარეობდა. ავსტრიელი დრამატურგის პიესის, ''სანახაობის მომწყობის'' პრემიერა გვქონდა ცოტა ხნის წინ. სპექტაკლი საკმაოდ მძიმე გამოვიდა, ქართველი მაყურებლის რეაქციის გვეშინოდა. სპექტაკლი დიდხანს გრძელდება, მაყურებელი კი ზარმაცი გახდა და ასეთი სპექტაკლები ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. ჩვენს ნამუშევარს კარგი და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

- ყოფილ მეუღლესთან, ლიზი სტურუასთან ახერხებ მეგობრობას?

- ვერ გეტყვი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს-მეთქი. შვილი გვყავს და მის გამო ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ელენე არაჩვეულებრივი ქალბატონია, რომელმაც ყველაფერს სხვა თვალით შემახედა, მით უფრო ახლა, როცა ასაკი ემატება. აპრილში ოთხი წლის გახდება. ძალიან მოწესრიგებული და მეგობრულია.

- მოსწონს მამა სერიალში?

- მოსწონს. გარდა ამისა, ჩემს ყველა სპექტაკლს ესწრება, რეპეტიციებზეც ხშირად მიმყავს. ყველა თავს ევლება. რეკვიზიტებით კარგად ერთობა, რაღაცებს დგამს ხოლმე თავისთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება