ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ჩრდილოეთ ფლოტსა და დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილში სრული სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გასცა.

"ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიების მიზანს სამხედრო ძალების მზადყოფნის შემოწმება წარმოადგენს.

როგორც სერგეი შოიგუმ განაცხადა, მობილიზაციაში მონაწილეობას 38 000 ჯარისკაცი, 3 360 სამხედრო ტექნიკა, 41 საზღვაო ხომალდი, 15 წყალქვეშა ნავი და 110 სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს.

გასულ კვირას კი რუსეთის სამხრეთის ოლქში ჩატარდა წვრთნები, რომლის ფარგლებშიც სამხედრო სწავლება აფხაზეთის, ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის ტერიტორიებზეც გაიმართა. დასავლეთი რუსეთის სამხედრო აქტიურობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა