სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მარიტა როხვაძის პირველი კოცნა, ინტიმური საჩუქარი და აბეზარი თაყვანისმცემლები
მარიტა როხვაძის  პირველი კოცნა, ინტიმური საჩუქარი და აბეზარი თაყვანისმცემლები

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს პუტ­კუ­ნა მა­რი­ტა როხ­ვა­ძე არ მოს­წონ­და, მაგ­რამ "კრი­ტი­კო­სე­ბი" წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად დაკ­ლე­ბულ­სა და კი­დევ უფრო გა­ლა­მა­ზე­ბულ­საც გა­მო­უჩ­ნდნენ.

რაც მთა­ვა­რია, თა­ვად მა­რი­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მეტ სიყ­ვა­რულს გრძნობს და ნაკ­ლებ - აგ­რე­სი­ას. სურს, "ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბუ­ლი" (უკვე - წო­ნა­ში დაკ­ლე­ბუ­ლი) ხალ­ხმა შე­იყ­ვა­როს, კი­დევ უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­იც­ნოს.

- მა­რი­ტა, შენი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა გა­იხ­სე­ნე...

- და­ახ­ლო­ე­ბით 4 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ბავ­შვო ბაღ­ში, ზე­იმ­ზე ვიმ­ღე­რე: "იღ­ბლი­ა­ნი ვარ­სკვლა­ვი ინ­თე­ბო­და, ქრე­ბო­და..." სხვა­თა შო­რის, იო­ლად სამ­ღე­რი არ იყო.

- პირ­ვე­ლი "შა­ტა­ლო"...

- ბუნ­ტის­თა­ვი ვი­ყა­ვი (იცი­ნის) და "შა­ტა­ლოს" ინი­ცი­ა­ტო­რიც არა­ერ­თხელ გახ­ლდით. პირ­ვე­ლად სკო­ლის ფან­ჯრი­დან გა­ვი­პა­რეთ და ბაგ­რა­ტის ტა­ძარ­ში ავე­დით.

- პირ­ვე­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­იხ­სე­ნე...

- ვა­ი­მე, არ მახ­სოვს (იცი­ნის). ისე, სა­ბავ­შვო ბაღ­ში ყვე­ლა ბიჭი მომ­წონ­და.

- ამას გა­მო­ხა­ტავ­დი?

- არა, მათ სიყ­ვა­რულს გულ­ში ვიკ­ლავ­დი (იცი­ნის). მოზ­რდილ ასაკს რაც შე­ე­ხე­ბა: ჩემი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ზურა ნი­ქა­ბა­ძე იყო, რო­მელ­თა­ნაც 3-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და და­ვას­რუ­ლე. მა­ნამ­დე სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ მომ­წო­ნე­ბია. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. როცა ადა­მი­ა­ნი არ მომ­წონს, ვცდი­ლობ, ჩა­მო­ვი­შო­რო.

- აბე­ზა­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი გყო­ლია?

- კი. ისი­ნი თავს მა­ბეზ­რებ­დნენ თუნ­დაც - მო­კი­თხვით, და­რეკ­ვით. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - მინ­და, გნა­ხო, დღეს სად მღე­რიო? არა­და, სად ვმუ­შა­ობ და სად ვმღე­რი, ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუკ­ზე" თა­ვად "ვა­ზი­ა­რებ"... იცი, რა არ მომ­წონს? რა­ღა­ცებს რომ "გა­მო­ჩხრე­კენ" და ნე­ბის­მი­ერ მი­ზეზს ეძე­ბენ ჩე­მამ­დე მო­სას­ვლე­ლად. როცა ადა­მი­ა­ნი არ მომ­წონს და ასე იქ­ცე­ვა, ეს ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია.

- პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი...

- 13 წლი­სამ და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მარიტა როხვაძის პირველი კოცნა, ინტიმური საჩუქარი და აბეზარი თაყვანისმცემლები

მარიტა როხვაძის  პირველი კოცნა, ინტიმური საჩუქარი და აბეზარი თაყვანისმცემლები

საზოგადოების ნაწილს პუტკუნა მარიტა როხვაძე არ მოსწონდა, მაგრამ "კრიტიკოსები" წონაში საგრძნობლად დაკლებულსა და კიდევ უფრო გალამაზებულსაც გამოუჩნდნენ.

რაც მთავარია, თავად მარიტა საზოგადოებისგან მეტ სიყვარულს გრძნობს და ნაკლებ - აგრესიას. სურს, "ხელახლა დაბადებული" (უკვე - წონაში დაკლებული) ხალხმა შეიყვაროს, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს.

- მარიტა, შენი შესრულებული პირველი სიმღერა გაიხსენე...

- დაახლოებით 4 წლის ვიყავი, როცა საბავშვო ბაღში, ზეიმზე ვიმღერე: "იღბლიანი ვარსკვლავი ინთებოდა, ქრებოდა..." სხვათა შორის, იოლად სამღერი არ იყო.

- პირველი "შატალო"...

- ბუნტისთავი ვიყავი (იცინის) და "შატალოს" ინიციატორიც არაერთხელ გახლდით. პირველად სკოლის ფანჯრიდან გავიპარეთ და ბაგრატის ტაძარში ავედით.

- პირველი თაყვანისმცემელი გაიხსენე...

- ვაიმე, არ მახსოვს (იცინის). ისე, საბავშვო ბაღში ყველა ბიჭი მომწონდა.

- ამას გამოხატავდი?

- არა, მათ სიყვარულს გულში ვიკლავდი (იცინის). მოზრდილ ასაკს რაც შეეხება: ჩემი პირველი სიყვარული ზურა ნიქაბაძე იყო, რომელთანაც 3-წლიანი ურთიერთობა მქონდა და დავასრულე. მანამდე სერიოზულად არავინ მომწონებია. თაყვანისმცემლებს ყურადღებას არ ვაქცევდი. როცა ადამიანი არ მომწონს, ვცდილობ, ჩამოვიშორო.

- აბეზარი თაყვანისმცემლები გყოლია?

- კი. ისინი თავს მაბეზრებდნენ თუნდაც - მოკითხვით, დარეკვით. მეუბნებოდნენ, - მინდა, გნახო, დღეს სად მღერიო? არადა, სად ვმუშაობ და სად ვმღერი, ყველამ ძალიან კარგად იცის, ამის შესახებ "ფეისბუკზე" თავად "ვაზიარებ"... იცი, რა არ მომწონს? რაღაცებს რომ "გამოჩხრეკენ" და ნებისმიერ მიზეზს ეძებენ ჩემამდე მოსასვლელად. როცა ადამიანი არ მომწონს და ასე იქცევა, ეს ძალიან შემაწუხებელია.

- პირველი სამსახური...

- 13 წლისამ დაბადების დღის ცენტრში დავიწყე მუშაობა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება