სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პუტინის პრესმდივანი პრეზიდენტის მამობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე სპეციალურ განცხადებას აკეთებს
პუტინის პრესმდივანი პრეზიდენტის მამობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე სპეციალურ განცხადებას აკეთებს

შვე­ი­ცა­რუ­ლი ტაბ­ლო­ი­დის, Blick-ის გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზი შვი­ლის ყო­ლაა, მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პუ­ტი­ნის შვი­ლის დედა ტან­მო­ვარ­ჯი­შე ალი­ნა კა­ბა­ე­ვაა, რო­მელ­მაც შვე­ი­ცა­რი­ის სამ­ხრე­თით იმ­შო­ბი­ა­რა.

ტაბ­ლო­ი­დის ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და, რის გა­მოც, "პუ­ტი­ნის კარ­ზე" იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. მე­დი­ას­თან, თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კო­მენ­ტა­რი პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა ვლა­დი­მერ პეს­კოვ­მა გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ხმე­ბი, თით­ქოს პუ­ტი­ნი მამა გახ­და, მცდა­რია.

"ვი­საც ბევ­რი ფული აქვს, ვთხოვ, ჩა­ა­ტა­როს კონ­კურ­სი ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის სა­უ­კე­თე­სო ტყუ­ი­ლის­თვის", - ამ­ბობს პეს­კო­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა Blick-ის ვერ­სი­ას, გა­მო­ცე­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე­ობს, კა­ბა­ე­ვა ბავ­შვის გა­სა­ჩე­ნად მო­ა­თავ­სეს. ტაბ­ლო­ი­დი ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ ქალ­ბა­ტონ­სა და ქა­ლაქ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ხმებს ეყ­რდნო­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ უცხო­ურ გა­მო­ცე­მა­ზე დაყ­რდნო­ბით "ეხო მოსკვიც" ავ­რცე­ლებს.

Blick-ი წერს, რომ წმინ­და ანას შვე­ი­ცა­რუ­ლი კლი­ნი­კა გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის მა­ღა­ლი დო­ნის სერ­ვი­სი­თაა ცნო­ბი­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ იქ სამ­შო­ბი­ა­როდ მრა­ვა­ლი რუსი მდი­და­რი ქალ­ბა­ტო­ნი და­დის. გარ­და ამი­სა, კლი­ნი­კა სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­რეკ­ლა­მო ში­ნა­არ­სის მა­სა­ლას რუ­სულ ენა­ზეც ავ­რცე­ლებს.

უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ტი­ჩი­ნო­ში გამ­გზავ­რე­ბის მი­ზე­ზი რუ­სუ­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბაა.

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პუტინის პრესმდივანი პრეზიდენტის მამობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე სპეციალურ განცხადებას აკეთებს

პუტინის პრესმდივანი პრეზიდენტის მამობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე სპეციალურ განცხადებას აკეთებს

შვეიცარული ტაბლოიდის, Blick-ის გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გაუჩინარების მიზეზი შვილის ყოლაა, მთელი მსოფლიო მოიცვა. გამოცემის ცნობით, პუტინის შვილის დედა ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევაა, რომელმაც შვეიცარიის სამხრეთით იმშობიარა.

ტაბლოიდის ინფორმაცია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი  მედიასაშუალებით გავრცელდა, რის გამოც, "პუტინის კარზე" იძულებულები გახდნენ, განცხადება გაეკეთებინათ. მედიასთან, თემასთან დაკავშირებით, კომენტარი პრეზიდენტის პრესმდივანმა ვლადიმერ პესკოვმა გააკეთა და განაცხადა, რომ ხმები, თითქოს პუტინი მამა გახდა, მცდარია.

"ვისაც ბევრი ფული აქვს, ვთხოვ, ჩაატაროს კონკურსი ჟურნალისტებს შორის საუკეთესო ტყუილისთვის", - ამბობს პესკოვი.

რაც შეეხება Blick-ის ვერსიას, გამოცემის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ საავადმყოფოში, რომელიც შვეიცარიის სამხრეთით მდებარეობს, კაბაევა ბავშვის გასაჩენად მოათავსეს. ტაბლოიდი ერთ-ერთ ადგილობრივ ქალბატონსა და ქალაქში გავრცელებულ ხმებს ეყრდნობა. ინფორმაციას ამ უცხოურ გამოცემაზე დაყრდნობით "ეხო მოსკვიც" ავრცელებს.

Blick-ი წერს, რომ წმინდა ანას შვეიცარული კლინიკა გინეკოლოგიური განყოფილების მაღალი დონის სერვისითაა ცნობილი. ამბობენ, რომ იქ სამშობიაროდ მრავალი რუსი მდიდარი ქალბატონი დადის. გარდა ამისა, კლინიკა საინფორმაციო-სარეკლამო შინაარსის მასალას რუსულ ენაზეც ავრცელებს.

უცხოელი ჟურნალისტების ვარაუდით, ალინა კაბაევას ტიჩინოში გამგზავრების მიზეზი რუსული პრესის ყურადღების თავიდან არიდებაა.

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა