შვეიცარული ტაბლოიდის Blick-ის ჟურნალისტები ყოფილ დეპუტატსა და ცნობილ რუს ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას წმინდა ანას სახელობის ადგილობრივ კლინიკაში ეძებენ. კლინიკა შვეიცარიის სამხრეთით იტალიურენოვან ტიჩინოს კანტონში, სორენგოს სახელით ცნობილ დაბა ქალაქში მდგებარეობს.
გამოცემის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ საავადმყოფოში კაბაევა ბავშვის გასაჩენად მოათავსეს. ტაბლოიდი ერთ-ერთ ადგილობრივ ქალბატონსა და ქალაქში გავრცლებულ ხმებს ეყრდნობა. ინფორმაციას ამ უცხოურ გამოცემაზე დაყრდნობით "ეხო მოსკვიც" ავრცელებს.
Blick-ი წერს, რომ წმინდა ანას შვეიცარული კლინიკა გინეკოლოგიური განყოფილების მაღალი დონის სერვისითაა ცნობილი. ამბობენ, რომ იქ სამშობიაროდ მრავალი რუსი მდიდარი ქალბატონი დადის. გარდა ამისა, კლინიკა საინფორმაციო-სარეკლამო შინაარსის მასალას რუსულ ენაზეც ავრცელებს.
უცხოელი ჟურნალისტების ვარაუდით, ალინა კაბაევას ტიჩინოში გამგზავრების მიზეზი რუსული პრესის ყურადღების თავიდან არიდების სურვილი გახდა.
ინტერნეტ-გამოცემა Znak.com შვეიცარულ ტაბლოიდზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რამდენიმედღიანი გაუჩინარების მიზეზი ალინა კაბაევას სავარაუდო მშობიარობას შეიძლება უკავშირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ გამოცემას გავრცლებულ ინფომრაციასთან დაკავშირებით დადასტურება არავისგან მიუღია.
შეგახსენებთ, რუსულ პრესაში გამუდმებით ვრცელდება ხმაბი ალინა კაბაევასა და ვლადიმერ პუტინის რომანის შესახებ, თუმცა კრემლში აღნიშნულ ინფორმაციას ყოველთვის უარყოფდნენ. პრესა ასევე წერდა, რომ 31 წლის ტანმოვარჯიშე უკვე ზრდის ორ ვაჟს, მაგრამ ამ ფაქტს თავად კაბაევა არ ადასტურებს.
მომზადებულია Blick-ის მიხედვით.
იხილეთ ასევე: პუტინის ადმინისტრაცია ძველ ფოტოებს ახლად "ასაღებს"? - ხალხის კომპრომატი კადიროვისთვის ნაჩუქარი საათის სახით